ვიდეო: დაპირისპირება იმირის საჯარო სკოლის დირექტორსა და ჟურნალისტს შორის
„თბილისის ადამიანის უფლბათა სახლის“ პროექტის ფარგლებში მუშაობისას დაპირისპირება მოხდა ჟურნალისტსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორს შორის .
ჟურნალისტი იმირის საჯარო სკოლის გადასაღებად იყო მისული, ხოლო დირექტორმა შენობაში  შესვლის ნება არ დართო, რასაც  სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალაც არსბობს, საედანაც ირკვევა, რომ ჟურნალისტის მიმართ აგრესიას არა მხოლოდ დირექტორი, არამედ სხვა ადამიანებიც გამოხატავენ. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ სკოლის თანამშრომელია ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.



რადიო „მარნეული“ იმირის საჯარო სკოლის დირექტორს, ისმახან მამედოვს დაუკაშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ჟურნალისტმა სკოლაში გადაღება მანამანდე დაიწყო, ვიდრე ნებართვას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა იკითხა თუ საიდან იყვნენ საკუთარი თავი წარუდგინეს და უთხრეს, რომ აზერბაიჯანიდან არიან და სკოლის გადაღება სურთ.

„მკითხეს(ჟურნალისტმა) რა არ გინდათ ახალი სკოლა რომ აგიშენონ? მე ვუპასუხე რომ რა თქვენ აპირებთ სკოლის აშენებას? და ვუთხარი, რომ სამინისტროში იციან სკოლის მდგომარეობის შესახებ და ალბათ ჩვენ სკოლასაც გაარემონტებენ. სიმართლე ვთქვათ არ დავუშვი რომ გადაეღოთ. საიდან მოვიდნენ? ვინ გამოაგზავნა? სამინისტრომ იცის ? თუ იცის მაშინ საბუთი მანახეთ, ვუთხარი. ყველაფერს რასაც ამბობს ჟურნალისტი სიცრუეა“ ამბობს სკოლის დირექტორი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები