მარნეულის საბავშვო ბაღებში დარეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე თავისუფალი ადგილები
მარნეულის მუნიციპალიტეტის N1, N3, და N4 საბავშვო ბაღებში ამდრომდე 514 ბავშვი დარეგისტრირდა. მსურველთა რაოდენობა დიდია, თუმცა ადილები შეზღუდული. როგორც დღეს ჩვენთან საუბრისას მარნეული ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა განაცხადა, მარნეულში სულ სამი საბავშო ბაღი გვაქვს აქედან მარნეულის N1 საბავშვო ბაღში ამჟამად 105 ბავშვი დარეგისტრირდა ხოლო, თავისუფალი ადგილი 50 აქვთ, N3 ბაღში 247 დარეგისტრირდა, თავისუფალი ადგილების რაოდენობა 125-ია. რაც შეეხება N4 საბავშვო ბაღს, 162 ბავშვია დარეგისტრირებული, ხოლო თავისუფალი ადგილი 80-ია.

არსებული რიცხვები შესაძლოა გიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ბაღებში რეგისტრაცია არ დასრულებულა და კიდევ 4 დღე აქვთ შესაძლებლობა ბავშვების დასარეგისტრირებლად.

როგორც ქარამოვი ამბობს, მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ერთ-ერთ ალტერნატივას, რითაც შესაძლოა გამოსავალი მოძებნონ ისაა, რომ ალგეთის საბავშვო ბაღი, რომელიც ჯერ არ გახსნილა , დიდი ალბათობით სექტემბერში გაიხსნება და ალგეთელი ბავშვები, რომლებიც ახლა მარნეულის საბავშვო ბაღებში დადიან იქ გადაიყვანენ.

ზაურ ქარამოვის თქმით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით სოფლებში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, ხოლო ოფიციალური მონაცემები რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები