მშობლების პროტესტის გამო შესაძლოა მარნეულის N2 საჯარო სკოლაში გამოცდები ხელმეორედ ჩატარდეს
29 ივნისს მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა კლასიდან კლასში გადამსვლელი გამოცდების სისტემა და მასთან დაკავშირებული ხარვეზები გააპროტესტეს.

დღეს გამოცდა მე-6 კლასის მოსწავლეებს 6 საგანში ჩაუტარდათ, უკმაყოფილო მშობლები ამბობნ, რომ ბავშვების გამორჩევა ხდება. რაც შეეხება ექვსი საგნის ერთ დღეში ჩატარებას ისინი ამბობენ, რომ ქართულ სექტორში არაქართველებისთვის ასეთი დატვირთვა არაჰუმანურია.



მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში გამოცდები წელს ორ კლასში ჩატარდა. 29 ივნისს მე-9 კლასში ერთ დღეში 9 გამოცდა ჩაუტარდათ  ხოლო, 29 ივნისს მე-6 კლასში 6 გამოცდა.
მშობლების პოზიციის მოსასმენად დღეს მეორე საჯარო სკოლაში მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვიც მივიდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ტესტირების სკოლის კომპეტენციაა, ხოლო ერთ დღეში ბავშვებისთვის ამდენი საგნის ჩაბარება არასწორია.

მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა ამბობს, რომ მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში 5 წლის ასაკში შეიყვანეს ძირითადად სუსტები არიან და პროგრამას ვერ ძლევენ ამ ყველაფერს კი როგორც თავად ამბობს, სკოლის პრაქტიკა აჩვენებს. ხოლო 6 საგანში 4 საათს საკმარისად აფასებს, იქედან გამომდინარე, რომ საკითხების მოცულობა დიდი არაა და ბავშვები ერთ საათშიც წერენ.



ხუხუას თქმით, მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში მეექვსე კლასში ორივე სექტორზე (ქართული, რუსული) 131 მოსწავლე ირიცხება. ქართულ სექტორში 32% ჩაიჭრა, ხოლო რუსულ 31%. ორივე სქტორში კი კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდა მოსწავლეთა 31% ვერ ჩააბარა. 
მისივე თქმით,  ერთადერთი ალტერნატივა, რაც შეუძლია გააკეთონ ეს ხელმეორედ გამოცდის ჩატარებაა, რომელიც მშობლების მოთხოვნით, განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს.

დღეს მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში მშობლების მისვლა დღის პირველ ნახევარში დაიწყო, სიტუაციაში გასარკვევად მარნეულის რესურს ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის ქვემო ქართლის წარმომადგენელი აიაზ მამედოვიც იყო მისული და მშობლებთან თათბირი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები