ხუხუას თქმით, გამოცდაში ჩაჭრილი მოსწავლეების 90% ხუთი წლის ასაკში იყო სკოლაში შეყვანილი და პროგრამის დასაძლევად მათ დამატებითი წელი სჭირდებათ

მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ტესტირებაში ჩაჭრილი მოსწავლეების 90% ხუთი წლის ასაკში იყო სკოლაში შეყვანილი და მათ დამატებითი წელი სჭირდებათ პროგრამის დასაძლევად. მისივე  თქმით, განათლების სისტემაში პრობლემა არის და ეს დასამალი არ არის.

„წყნარად კი არ უნდა ვიჯდეთ და კლასიდან კლასში კი არ უნდა გადავიყვანოთ. რეალობას უნდა შევხედოთ და დავინახოთ სად არის პრობლემა. იცით, რომ მე-5 კლასამდე ნიშნები არ იწერება. ნიშნები როგორც კი იწერება რატომ ვხვდებით რეალობის , სირთულეების წინაშე. მეექვსეში გამოცდა უჩვენებს, რომ საფეხურებრივი დონე არ აქვს დაძლეული. რა არის ამის უკან? სწავლების მეთოდი, ასაკია პრობლემა თუ ეთნიკურ უმცირესობებთან რომ გვიწევს მუშაობა ეს არის პრობლემა. ჩვენ ამ თემებზე გვყავს მონიტორინგის ჯგუფი“. -ამბობოს ხუხუა

მისი თქმით , ყოველ წელს ატარებენ გამოცდებს და ზოგიერთი ვერ ლახავს გამოცდის ზღვარს. რჩებიან კლასში და განმეორებით გადიან მეექვსე კლასის პროგრამას. და ამ დროს, როგორც დირექტორი ამბობს, ჩარჩენილ მოსწავლესთან დამატებითი მუშაობა მიმდინარეობს. გამოცდებთან დაკავშირებული პრობლემა მშობლების მხრიდან 28 ივნის, მე-9 კლასელებისთვის ერთ დღეში ჩატარებული 9 საგანში გამოცდის შემდეგ დაიწყო. ხუხუას თქმით, ყველა მშობელი ჰყავდა დაბარებული და მათ ესაუბრა. საუბრიდან კი გაირკვა რომ მშობლები ბავშვების მომდევნო კლასში გადაყვანას სთხოვდნენ.

„მე-7დე კლასში მე იურიდიულად ვერ ჩავატარებ გამოცდას. მეორე პრეტენზია კი ის იყო, რომ ყველა საგანში იყო გამოცდა. შეიძლებოდა შესვენება და წყლის დალევაც, ტუალეტში გასვლა. პრობლემა ეს არ იყო. დამკვირვებლებიც იყვნენ. ჩვეულებრივი, ციხეში კი არ იყვნენ. თუ თქვენ(მშობლები) თვლით, რომ ბავშვმა სტრესი მიიღო, დაწერეთ ჩემ სახელზე განცხადება და თითო საგანი თითო დღეს ჩავატაროთ“
ხუხუას თქმით, პრობლემა გამოსავლენია. წელს 130 მოსწავლდან (ქართულ და რუსულ) სექტორებიდან. მთლინი პროცენტულობით მოსწავლეების 31% . როგორც დირექტორი ამბობს ,პრობლემა ენის უცოდინრობაში არ არის. თუმცა აღიარებს რომ სუსტად იციან. დირექროტორმა პრობლემა დაინახა იმაში, რომ ყველა ეს ბავშვი სკოლაში ხუთი წლის ასაკში იყო მისული.

„მე ჩემი შვილიც მყავს შეყვანილი ხუთი წლის ასაკში. მე ამ ბავშვების მშობლემს კი არ ვადანაშაულებ. იყო ეს კანონში და შეიყვანეს. ვხედავთ, რომ 5 წლის ასაკში შეყვანილი ბავშვების წინაშე დგება ეს პრობლემა. მე ვუთხარი, ხომ პატარაა შენი ბავშვი, თუნდაც ფიზიკურად, აბა რამდენი წლის ასაკში გყავს შეეყვანილი ბავშვი. შენ ხომ არ გინდა, რომ ის უბრალოდ კლასში იჯდეს. პრობლემა ეს ხომ არ არის, პრობლემა არის უცოდინრობა. იქ ვერ დაძლია, აქ ვერ დაძლია, ინერვიულა. მე ვუთხარი დაწერეთ განცხადება, მე ამის საფუძველზე გამოვყოფ ფინანსებს, სხვანაირად ფინანსებს ვერ გამოვყოფთ. და ჩავატაროთ ხელახლა გამოცდები. თუ დადგა იგივე შედეგები? რას ვაკეთებთ? ეს (მშობლებს) რა თქმა უნდა არ მოეწონათ. ჩვენ ვფიქრობთ , თუ 90% ბავშვების ვინც ჩაიჭრა 5 წლის ასაკში არის შეყვანილი იქნებ ასაკობრივად ვერ ეწევა და იჩაგრება ეს ბავშვი? არანაირ პრობლემას არ ვხედავ მე, კანონი მაძლევს უფლებას ერთი წლით დავტოვო ბავშვი კლასში. გაგდების თემა კი სისულელედ მიმაჩნია.“ ამბობს შორენა ხუხუა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები