შაუმიანის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" ფინალზე, მე-2 ადგილი დაიკავა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მილენა ადამიანმა, ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" ფინალზე, მე-2 ადგილი დაიკავა.
ხოლო პირველი ადგილის მფლობელი გახდა „დიდუბის ეტალონი მოსწავლე“ – თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე.
როგორც რადიო „მარნეულს“ შაუმიანის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა განუცხადა, ძალიან მოხარულია მილენას წარმატებით, ეს ყველაფერი კი, როგორც თავად ამბობს, პედაგოგების დამსახურებაა.

მილენა ადამიამაც გაგვიზიარა საკუთარი ემოციები და თქვა, რომ ეტალონმა დიდი გამოცდილება შესძინა, ახლა უკვე აბიტურიენტობისთვის ემზადება და იმედიაქვს, რომ უნივერსიტეტშიც წარმატებით ჩააბარებს. ჯერ ფაკულტეტი არჩეული არ აქვს თუმცა სწავლით საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება.



პროექტის მიზანი განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, პედაგოგთა და მოსწავლეთა წარმოჩენა-წახალისება, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდების, მათი მშობლებისა და პედაგოგების უფრო მეტად მოტივირებაა. წლევანდელი ფინალის თემატიკა იყო: მრავალფეროვანი საქართველო – მრავალეროვანი თანაცხოვრების ჰარმონია.

2017-2018 სასწავლო წელს ,,ეტალონში“ 2001 საჯარო სკოლამ და 89 კერძო სკოლამ მიიღო მონაწილეობდა. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპზე _ ტესტირებები სკოლებში _ 37.956 წარმატებული უფროსკლასელი იყო ჩართული. მეორე ეტაპი _ გამარჯვებულის გამოვლენა მუნიციპალიტეტების მიხედვით. წლევანდელი სტატისტიკის თანახმად, 5.815 მოსწავლეს შორის 78 ფინალისტი გამოვლინდა, რომლებიც 26 ივნისს გრანდიოზულ ფინალში საკუთარ მუნიციპალიტეტს წარადგენენ. სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ,,ეტალონი“ საქართველოში მე-13 წელია ხორციელდება

Print