სიახლე
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასელებისთვის ჩატარებული გამოცდები არაკანონიერია
მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ხუხუას გადაწყვეტილება, რომელიც მე-6 კლასელებისთვის გამოცდების ჩატარებას გულისხმობს არაკანონიერია.

როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა, მეექვსე კლასელებისთვის გამოცდის ჩატარება არაკანონიერია და საქართველოს ზოგადი განათლების კანონს ეწინააღმდეგება ამის შესახებ კი, ცხადია, დირექტორმა უნდა იცოდეს.

„თუ ჩახედავს დირექტორი კანონს და წესით ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით, 23 პრიმა მუხლით რეგულირდება ეს საკითხი, რომ წლიური გამოცდა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურზე. ეს ნამდვილად არის დარღვევა და სრულიად უკანონოა და შესაბამისად, ის შედეგებიც, რაც ბავშვებმა დააფიქსირეს არ არის მართებული.“ - ამბობს მარიამ ჩიქობავა

მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს გამოცდა 29 ივნისს, ექვს საგანში ჩაუტარდათ და ბავშვების დიდი რაოდენობა ჩაიჭრა. ამ ფაქტს კი შორენა ხუხუა რადიო „მარნეულთნ“ საუბრისას იმით ხსნის, რომ ჩაჭრილი ბავშვების უმეტესეობა 5 წლის ასაკში იყო შეყვანილი სკოლაში და პროგრამის დაძლევა უჭირთ, ამიტომ ერთი დამატებითი წლის გავლას ის ნორმალურად აფასებს.  ხოლო ამის საპასუხოდ მარიამ ჩიქობავა გვეუბნება , რომ მსგავსი განცხადების გაკეთებაც არ არის მართებული.

„ეს არანაირი მოტივი არ უნდა იყოს. რას ნიშნავს, რომ ადრე შევიდა და ერთი დამატებთ უნდა გაიარონ. არ ვიცი, ეს ყოველგვარ ლოგიკას არის აცდენილი თუ მან ესეთი კომენტარი გააკეთა ნამდვილად“ - ამბობს ჩიქობავა

რაც შეეხება ერთ დღეში 6 საგნის ჩატარებას, ჩიქობავა ამბობს, რომ აქ ზოგადად ცალკე საკითხთან გვაქვს საქმე და, რა თქმა უნდა , მსგავსი ქმედება დაუშვებელია. ბავშვი სტრესს განიცდის და სწორედ ამიტომაააცაა კანონში მკაფიოდ განსაზღვრული, რომ დაწყებითი კლასებში (I-VI) გამოცდების ჩატარება არ შეიძლება.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის N4 ბაგა-ბაღიდან 2012 წელს
დაბადებული ბავშვები გამოუშვეს.
17:36 / 21.09.2018
მარნეულის N4 ბაგა-ბაღიდან 2012 წელს დაბადებული ბავშვები გამოუშვეს.

ქვემო ქართლის
გუბერნატორის-რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალს უძრავი ქონება არ
გააჩნია.
16:20 / 21.09.2018
ქვემო ქართლის გუბერნატორის-რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალს უძრავი ქონება არ გააჩნია.

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომებს 2019 წლის იანვრიდან,
სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.
15:00 / 21.09.2018
საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომებს 2019 წლის იანვრიდან, სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით