სიახლე
N2 საჯარო სკოლაში უკანონოდ გამართული გამოცდების შედეგები გაუქმდა
მარნეულის N2 სჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მშობლებმა საპროტესტო აქცია მერიის წინ გამართეს . ყველა მათგანს საერთო პრობლემა, სკოლის გამოცდებთან დაკავშირებული ხარვეზები აერთიანებს. მეცხრე კალისის მოსწავლეებს 28 ივნისს 9 საგანში ჩაურტარდათ გამოცდა და უმრავლესობა ჩაიჭრა. ამ ფაქტს კი რეაგირება მშობლების მხრიდან მოჰყვა. დღეს ისინი საქრთველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, რუსლან ჰაჯიეს შეხვდენ, ჰაჯიევი კი სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა. მერიის შენობიდან მშობლებმა მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც სკოლის დირექციას შეხვდნენ.

შორენა ხუხუამ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მან სამეურვეო საბჭოს პროექტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მეექვსე კლასში გამოცდა გაუქმდა და მეშვიდე კლასში გადავიდა.



მეორე სკოლის დირექტორმა ასევე თქვა, რომ გამოცდაზე ჩაჭრილი 42 მოსწავლიდან 21-მა თავდაპირველად კლასიდან კლასში გადამსვლელი ქულაც ვერ მიიღო, რის გამოც მათთვის საშემოდგომო გამოცდების ჩატარება აუცილებელია.

შორენა ხუხუამ ასევე თქვა, რომ მეექვსე კლასელთათვის გამოცდების გაუქმებამ მეცხრე კლასის გამოცდების გაუქმებაც გამოიწვია, რის გამოც მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, მაგრამ ამჯერად არა 9 არამედ 2 საგანში, როგორც კანონითაა გათვალისწინებული, გამოცდებს შორის შუალედი კი ერთი დღე იქნება.

რადიო „მარნეული“




მარნეულის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ხუხუას გადაწყვეტილება, რომელიც მე-6 კლასელებისთვის გამოცდების ჩატარებას გულისხმობს არაკანონიერია.

როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა, მეექვსე კლასელებისთვის გამოცდის ჩატარება არაკანონიერია და საქართველოს ზოგადი განათლების კანონს ეწინააღმდეგება ამის შესახებ კი, ცხადია, დირექტორმა უნდა იცოდეს.

„თუ ჩახედავს დირექტორი კანონს და წესით ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით, 23 პრიმა მუხლით რეგულირდება ეს საკითხი, რომ წლიური გამოცდა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურზე. ეს ნამდვილად არის დარღვევა და სრულიად უკანონოა და შესაბამისად, ის შედეგებიც, რაც ბავშვებმა დააფიქსირეს არ არის მართებული.“ - ამბობს მარიამ ჩიქობავა

მარნეულის მეორე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს გამოცდა 29 ივნისს, ექვს საგანში ჩაუტარდათ და ბავშვების დიდი რაოდენობა ჩაიჭრა. ამ ფაქტს კი შორენა ხუხუა რადიო „მარნეულთნ“ საუბრისას იმით ხსნის, რომ ჩაჭრილი ბავშვების უმეტესეობა 5 წლის ასაკში იყო შეყვანილი სკოლაში და პროგრამის დაძლევა უჭირთ, ამიტომ ერთი დამატებითი წლის გავლას ის ნორმალურად აფასებს. ხოლო ამის საპასუხოდ მარიამ ჩიქობავა გვეუბნება , რომ მსგავსი განცხადების გაკეთებაც არ არის მართებული.

„ეს არანაირი მოტივი არ უნდა იყოს. რას ნიშნავს, რომ ადრე შევიდა და ერთი დამატებთ უნდა გაიარონ. არ ვიცი, ეს ყოველგვარ ლოგიკას არის აცდენილი თუ მან ესეთი კომენტარი გააკეთა ნამდვილად“ - ამბობს ჩიქობავა

რაც შეეხება ერთ დღეში 6 საგნის ჩატარებას, ჩიქობავა ამბობს, რომ აქ ზოგადად ცალკე საკითხთან გვაქვს საქმე და, რა თქმა უნდა , მსგავსი ქმედება დაუშვებელია. ბავშვი სტრესს განიცდის და სწორედ ამიტომაააცაა კანონში მკაფიოდ განსაზღვრული, რომ დაწყებითი კლასებში (I-VI) გამოცდების ჩატარება არ შეიძლება.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ისანი-სამგორის პოლიციამ თბილისში 1990 წელს დაბადებული პირი დააკავა.
15:20 / 17.11.2018
ისანი-სამგორის პოლიციამ თბილისში 1990 წელს დაბადებული პირი დააკავა.
ვერძი
ფინანსური ოპერაციები დღის პირველ ნახევარში
განახორციელეთ
09:17 / 17.11.2018
ვერძი
ფინანსური ოპერაციები დღის პირველ ნახევარში განახორციელეთ
დღეს, 16 ნოემბერს,  საქართველოს სახალხო
დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო
დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
18:36 / 16.11.2018
დღეს, 16 ნოემბერს,  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
16
წლის მარნეულელი მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზებს ამ დრომდე
16:27 / 16.11.2018
16 წლის მარნეულელი მოზარდი სტადიონზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს ამ დრომდე
დღეს, 16 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით 11
საკითხი
15:23 / 16.11.2018
დღეს, 16 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგით 11 საკითხი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ამ
დროისთვის გათბობით უზრუნველყოფილია.
15:15 / 16.11.2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ამ დროისთვის გათბობით უზრუნველყოფილია.
მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წერეთელში
გარდაცვლილი 16 წლის სპორტსმენის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა
გაიღებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 16 ნოემბერს, საკრებულოს
სხდომაზე გახდა ცნობილი.
14:30 / 16.11.2018
მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წერეთელში გარდაცვლილი 16 წლის სპორტსმენის დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა გაიღებს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 16 ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი
ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ
ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც
მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა
გიგაურმა განაცხადა.
13:35 / 16.11.2018
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები