მარნეულის N5 და შაუმიანის სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს მერია ფულად ჯილდოს გადასცემს
სამ მარნეულელ ახალგაზრდას ფულადი ჯილდო განათლებაში მიღწეული წარმატებისათვის გადაეცემა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მილენა ადამიანმა, ინტელექტ-ჩემპიონატ "ეტალონის" ფინალზე, მე-2 ადგილი დაიკავა. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ნინო ბერიძის თქმით, მილენას წარმატება ყველა მარნეულელი მოსწავლისათვის სტიმულის მიმცემია, რადგან მან აჩვენა, რომ ხარისხიანი განათლების მიღება ყველანაირ პირობებშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მერიამ გოგონასათვის 500 ლარის გადაცემა.

მარნეულის მეხუთე საჯარო სკოლა წელს ორმა ძმამ, ოქროს მედლით, დაამთავრა რის გამოც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტყუპებისათვის ფულადი ჯილდოს გადაცემა გადაწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს 25 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები