შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრი 2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს
აქვეყნებს
. სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს. შედეგების
თანახმად, ზოგადი უნარების გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
გადალახა 86,75%–მა. აბიტურიენტების 13%–ზე მეტი კი ჩაიჭრა.
სტატისტიკური ანალიზით ირკვევა, რომ გამოცდაზე მხოლოდ მეოთხე
ვარიანტში დაფიქსირდა უმაღლესი შეფასება – 80 ქულა.
ამასთან, პირველ ვარიანტში ხუთმა აბიტურიენტმა მოიპოვა 77 ქულა, მეორე
ვარიანტში ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა 77 ქულა და მესამე ვარიანტში
დაიწერა ერთი 78 ქულა.
წყარო:
edu.aris.ge