საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი 25%-ით გაიზარდა
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ
2 კვარტლის შედეგად 270 000 ლარის ეკონომია მიიღო.
როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ზაურ ქარიმოვმა ჩვენთან
საუბრისას თქვა, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით აღნიშნული თანხა
საბავშო ბაღების თანამშრომლების სახელფასო ფონდში გაიხარჯება.
მარნეულის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღის თანამშრომლის ხელფასი 1-ლი
აგვისტოდან 25%-ით გაიზარდა.
რადიო "მარნეული"