ჩანახჩის საჯარო სკოლამ სპეციალური მასწავლებლის მისაღებად ვაკანსია გამოაცხადა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლამ დღეს, 27 სექტემბერს, სპეციალური მასწავლებლის მისაღებად ვაკანსია გამოაცხადა.

სკოლის დირექტორმა, მანანა მანუკიანმა ოფიციალურ ინტერვიუზე უარი განაცხადა და ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა.



ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია იმ ვებ გვერდებზე, სადაც სკოლის ვაკანსიები ქვეყნდება. აღმოჩნდა, რომ განცხადება სამუშაო ადგილის შესახებ 27 სექტემბერს, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ეთერში რადიო მარნეულის მიერ მომზადებული სიუჟეტი გავიდა. 25 სექტემბერს ჩვენ გიამბეთ სპეციალური საჭიროების მქონე და-ძმის შესახებ, რომლებსაც მეორე წელია არ ჰყავთ სპეციალური მასწავლებელი. ისინი სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები არიან. მაშინ სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ სამინისტროს მასწავლებლის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა. რადიო მარნეულმა კი გაარკვია, რომ სპეციალური მსაწავლებელი სკოლის ადმინისტრაციამ თავად უნდა მოიძიოს.

ჩანახჩის სკოლაში სპეციალური მასწავლებლის მსურველებისთვის საბუთების მიღების ბოლო ვადა 11 ოქტომბერია.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები