მარადისის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს - თვითმმართველობას კი ამის გაკეთებას კანონი ავალდებულებს




მარნეულის მუნიციპლაიტეტის სოფელ მარადისის მოსახლეობა მერიისგან საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს . გენდერულ საბჭოს სახელზე დაწერილი წერილი საბჭოს სხდომაზე განიხილეს. სხდომა ღიაა თუმცა ინფრომაცია საბჭოს ჩატარების შესახებ არც მერიის საიტზე და არც საკრებულოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულა. მარნეულის ტელევიზიას კი გენდერულ საკითხებში მრჩეველმა ია ესებუამ ინტევიუში თქვა, რომ მარადისის მოსახლების მოთხოვნაზე კომპეტენციის ფარგლებში გარკვევა.

სოფელი მარნეულის ცენტრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. 50 კომლიანი დასახლება 1989 წელს აჭარიდან ჩამოსახლებულმა ეკომიგრანტებმა დაარსეს და მარადისი დაარქვეს. სოფელში აჭარის მაღანმთიანი დასახლებისთვის დდამახასიათებელ ძველ ხის სახლებს ნელ-ნელა აგურის ნაგებობები ენაცვლება.

მოსახლეობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ერთადერთი მუნიციპალური შენობა მცირეკონტინგენტიანი სკოლაა. მოსახლეობას, მართალია შიდა გზების პრობლემა მეტად აწუხებას თუმცა, თანამონაწილეობის ბიუჯეტის ფარგლებში, მერიამ მათ დასასვენებელი პარკი გაუკეთა.


ციცინო ბოლქვაძე დიასახლისია. 39 წლის ბებია, წლინახევრის შვილიშვილს ასეირნებს. სურვილი აქვს ბავში ბაღში იქვე სოფელში დადიოდეს:

ყოველ სამუშაო დღეს მშბლები ორ სამარშრუტო ტაქს ქირაობენ და ბავშვები მარნეულის ბაღებში დაჰყავთ.

ნაზიბროლა პაპიძის უფროსი შვილები სტუდენტები არიან უმცროსი კი ერთი წლის არის. მალე გოგონასაც კილომეტრების გავლა მოუწევს იმ სოციალური სერვისის მისაღებად, რაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს.

ხათუნა ბოლქვაძე მარადისის სკოლის პედაგოგია. ყოველ დღე ორ პატარა შვილს ბაღში დაქირავებულ სამარშრუტოს ტაქსს აყოლებს. ამ სერვისის მისაღებად, მასწავლებლის ხელფასიდან მას 150 ლარის გადახდა უწევს

შულავრის ბაღი, რომელსაც მარნეულის მერია მარადისელებს სთავაზობს, თავად საჭიროებს დახმარებას. ბაღის გამგე გულნარა მამედოვა ამბობს, რომ ბაღი ავარიაულ მდგომარეობაშია და ბავშვების რაოდენობა განსაზღვრულზე მეტია.

კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია სტანდარტებით გათვალისწინებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისი მოსახლებას მიაწოდოს.

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 13 საბავშვო ბაღია. 2015 წლის მონაცემებით სკოლამდელი აღზრდის სერვისს მიღმა 6 ათასზე მეტი ბავშვი დარჩა.

ფოტო: რადიო "მარნეული"/ სოფელი მარადისი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები