მარნეული
„1+4 პროგრამის“ მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირების პროგრამა სხვადასხვა საჯარო უწყებაში გაიარონ
„1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მოსარგებლე პირებისთვის სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა საჯარო სამსახურებში ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა. რომლის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებას და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
როგორც რადიო „მარნეულს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა, ელისო ლომიძემ განუცხადა, პროგრამა თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში განხორციელდა. ახლა მსურველთა რაოდენობამ იმატა.



„სწორედ საპილოტე პროგრამის პოზიტიური შედეგები და მსურველთა რაოდენობა გახდა მიზეზი იმისა, რომ გვეფიქრა პროგრამის ინსტუტიციონალიზაციაზე, რაც გასული წლის ბოლოს განხორციელდა. ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში. განხორციელებული ცვლილების თანახმად კი სიახლე არის ის, რომ სტაჟირება ცხადდება წელიწადში უკვე ორჯერ“- ამბობს ელისო ლომიძე

პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირებაში. მათ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს.

„წარმატებული აპლიკანტები სტაჟრება გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. ინფორმაცია სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით განთავსებულია სახელწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე. პირველ რიგში აუცილებელია რეგისტრაცია გაიარონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე და შეავსონ განაცხადი. მათ შორის არსებითი მნიშვვნელობა ენიჭება სამოტივაციო წერილს, სადაც აპლიკანტმა უნდა აღნიშნოს, რომელ სტრუქტურაში სურს სტაჟირების გავლა, ასევე ნათლად და არგუმენტირებულად უნდა დაასახელოს მათი მოტივაცია.- ამბობს ელისო ლომიძე



პროგრამა 6 თვიანია და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრებს, მესამე და მეოთხე კურსზე მყოფ სტუდენტებს და ასევე, მაგისტრებს.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა განაცხადის ფორმა 22 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ. პროგრამა "ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით" (1+4 პროგრამით) მოსარგებლე 500 სტუდენტზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ „1+4 საგანმანათლებო პროგრამა“ ითვალისწინებს აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსს, რის შემდგომაც სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის
მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.
17:33 / 15.02.2019
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი
ავტომობილი
13:14 / 15.02.2019
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი ავტომობილი
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ
ინფორმაციებს
09:56 / 15.02.2019
ვერძი
გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე. ნუ დატოვებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს
მარნეულში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
17:11 / 14.02.2019
მარნეულში 19 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
დღეს, 14 თებერვალს მსოფლიო „ვალნტინეობის დღე“
(სიყვარულის დღეა).
16:23 / 14.02.2019
დღეს, 14 თებერვალს მსოფლიო „ვალნტინეობის დღე“ (სიყვარულის დღეა).
მარნეულის გენდერული საბჭო მარტოხელა დედებს
სარვამარტო საჩუქარს გაუკეთებს.
15:54 / 14.02.2019
მარნეულის გენდერული საბჭო მარტოხელა დედებს სარვამარტო საჩუქარს გაუკეთებს.
წელს, პირველი გენდერული საბჭო, 14 თებერვალს
ჩატარდა. შეხვედრის მთავარი მიზანი საბჭოში წევრების ოდეობის შეცვლა
და ახლით ჩანაცვლება იყო.
15:08 / 14.02.2019
წელს, პირველი გენდერული საბჭო, 14 თებერვალს ჩატარდა. შეხვედრის მთავარი მიზანი საბჭოში წევრების ოდეობის შეცვლა და ახლით ჩანაცვლება იყო.