მარნეულის 49 სკოლა შეშის ღუმელით თბება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ამ დროისთვის გათბობით უზრუნველყოფილია. როგორც რადიო"მარნეულთან" საუბრისას რესურცენტრის დირექტორმა, ქენან ომაროვმა განაცხადა, მარნეულში სულ 74 სკოლა ფუნქციონირებს. 25 საგანმანათლბლო დაწესებულებაში ცენტრალური გათბობაა დამონტაჟებული, ხოლო 49 სკოლა შეშის ხუმელით თბება. 

"მაღალმთიან სოფლებში დაახლოებით 20 დღეა, რაც სიცივის გამო გათბობა აქვთ, ხოლო მარნეულში რამდენიმე დღეა, რაც ჩართეს.  როგოც მე მაქვს ინფორმაცია, ყველა სკოლა ვისაც შეშა სჭირდება, მარაგი უკვე აქვთ" - ამბობს ქენან ომაროვი

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შეშის ღუმელით 54 სკოლა თბებოდა. ახლა ეს რიცხვი 5-ით შემცირდა. 

რადიო "მარნეული"
Print