გადაცემები
როგორ შევქმნათ თავისუფალი საზოგადოება - კონსტიტუციონალისტი გიორგი მუმლაძე


ადამიანები ბევრი გამოწვევით ვცხოვრობთ, რაც დაკავშირებულია როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ყოფასთან. სწორედ ეს გამოწვევები ხდის ცხოვრებას საინტერესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უსაგნო არსებები ვიქნებოდით. გამოწვევების კლასიფიკაცია შორს წაგვიყვანს, ამიტომ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ღირს ყურადღების გამახვილება
.

პირველია იმის გააზრება, გვინდა თუ არა, ვიყოთ თავისუფალი ადამიანი. თითქოს უცნაურად ჟღერს, რადგან ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხის გამცემი ადამიანი ცოტა მეგულება. მაგრამ, გააზრების დონეზე, თავისუფლება მოსაპოვებელი და საბრძოლველი ღირებულებაა, რომლის გამოც შეიძლება ძალიან ბევრ წინააღმდეგობას შევეჯახოთ ცხოვრებაში.

ამიტომ ერთია სურვილი, რომ ვიყოთ თავისუფლები და მეორეა, თუ რამდენად ვართ ამ ყველაფრისთვის მზად. ვფიქრობ, თავისუფლება და წინააღმდეგობის გაწევის უნარი სინონიმებია, რადგან თავისუფალ არჩევანს, ყოველ ეტაპზე, თან სდევს წინააღმდეგობა, დაწყებული ოჯახიდან, დამთავრებული სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთობით.

თავისუფლების მოსაპოვებლად ბრძოლა, ძირითადად, მცირე ასაკიდან იწყება ადამიანში, როდესაც, უმეტეს შემთხვევაში, ადგილი აქვს გაუცნობიერებელი წინააღმდეგობის გამოხატვას. მაგალითად, 10 წლის ბავშვის სურვილი, ჩაიცვას წითელი მაისური, ნაცვლად თეთრისა, არის მისი შინაგანი პროტესტის გამოხატვა, რომელსაც ბიძგს თავისუფლება აძლევს.

თუმცა ამ მოვლენას მის კაპრიზად აღვიქვამთ და ხშირად ამ წინააღმდეგობას იმ მარტივი მიზეზით ვთრგუნავთ, რომ უფროსებს ესე სურთ, ან გარკვეული მოთხოვნები არსებობს - მაგალითად, სკოლაში. ამ კონკრეტულ მაგალითში იმის დანახვა შეგვიძლია, რომ, გარკვეული ჩარჩოების გარეშე, თავისუფლება ვერ იარსებებს. ეს ჩარჩოები არის სახელმწიფოს სახით შექმნილი სისტემა და საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპები.

სისტემასა და სტერეოტიპებთან ბრძოლაში 10 წლის ბავშვი უძლურია, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, გაზრდილი შემეცნება და კრიტიკული აზრი წინააღმდეგობის გაწევის უნარსა და არეალს ზრდის.

მთავარია, მან არ შეწყვიტოს კითხვების დასმა და შეძლოს, პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე, არ გახდეს სისტემისა და სტერეოტიპების მძევალი, რაც წინაპირობაა იმისა, რომ მოზარდი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდება. თავის მხრივ, თავისუფალი საზოგადოების იდეა ასეთ ინდივიდებს დაეფუძნება.


რა გვევალება ჩვენ, უფროსებს, მოქალაქეებს, მშობლებს, თავისუფლების მოყვარე ადამიანებს, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ მოზარდებს თავისუფალ ინდივიდებად ქცევაში, რაშია პრობლემები?

გადამეტებული ზრუნვა და ყველა პრობლემის ჩვენით მოგვარება, ვფიქრობ, დათვური სამსახურია მათი თავისუფლებისთვის, რადგან ამით მოზარდებს წინააღმდეგობის უნარების გამომუშავების შესაძლებლობას ვუკლავთ და შემგუებლებად ვაქცევთ, რაც ხელს უშლის მათი დამოუკიდებელ ინდივიდებად ჩამოყალიბების პროცესს, რომლის გარეშეც თავისუფლება არ არსებობს.

ასევე ყურადსაღებია მიმბაძველობის მომენტი, როდესაც მოზარდს გამუდმებით ესმის, თუ როგორი უნდა იყოს, ვისნაირად უნდა იცხოვროს და ა.შ. შეიძლება, ამ პროცესს მოტივაცია დავარქვათ, თუმცა, რეალურად, ამით ვცდილობთ, ის ისეთ ინდივიდად ჩამოყალიბდეს, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს და არა ისეთად, როგორად ყოფნის სურვილიც თავად მას აქვს.

ეს მოზარდში მისი რეალური შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენის სურვილს კლავს, შედეგად კი ნაძალადევად იმ გზის არჩევას იწყებს, რომლისთვისაც შეაქებენ და არა იმ გზისას, რომელიც მას ბედნიერს გახდის.

მოზარდისთვის პროფესიისა და საქმიანობის დაგეგმვა, მიუხედავად იმისა, იჩენს თუ არა ის რამე ინტერესს ამ სფეროს მიმართ, ტრენდად იქცა, რაც პირდაპირი მიზეზია კონკურენტუნარიანი და პროფესიონალი კადრების შემცირებისა.

ჯაჭვი მარტივია, გადამეტებული ზრუნვითა და ყველა პრობლემისგან განრიდებული მოზარდი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ოჯახისა და გარემოცვის სურვილს, გახდეს ექიმი, იურისტი, ეკონომისტი თუ ა.შ.

წინააღმდეგობას ვერ უწევს და უარს ამბობს, აკეთოს ის, რაც უყვარს და გააბედნიერებს. მისდა საუბედუროდ, სკოლამდელი და სკოლის განათლება, მასში ვერ აყალიბებს იმ უნარებს, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა, გამომდინარე იქედან, რომ ეს უფროსებსაც გათვიცნობიერებული აქვთ, გადამწყვეტი მათი აზრი ხდება, რასაც მოზარდები მოცემულობად იღებენ.

ამ ეტაპზე მყოფი თავადაც ხვდება, რომ არ გააჩნია სათანადო უნარები, ვინმეს წინააღმდეგობა გაუწიოს ან ალტერნატიულ გზას ვერ ხედავს და უჯერებს „რჩევას“.

მოცემულ პრობლემებს უცებ ვერ გადავჭრით, ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს, რომ იზრუნონ, თუნდაც გადამეტებულად, ვერც იმას ავუკრძალავთ, რომ ყველა პრობლემა შვილების ნაცვლად მოაგვარონ, ვერ ვეტყვით, რომ ნუ დაუსახელებენ მისაბაძ ადამიანებს, პროფესიის არჩევაშიც მათ წილს ვერ გავაქრობთ.



მაგრამ შეგვიძლია, ვიზრუნოთ როგორც უფროსების, ისე მოზარდების ცნობიერების ამაღლებაზე. შეგნების დონემდე უნდა დავიყვანოთ, რომ თითოეული ადამიანი, ასაკის მიუხედავად, არის ინდივიდი.

მოზარდებს უნდა მოვუსმინოთ და მათ აზრს პატივი ვცეთ, გავიგოთ, თუ რას ფიქრობენ ისინი საკუთარ მომავალზე, რამდენად შეუძლიათ კონკრეტული წინააღმდეგობის გადალახვა და ა.შ. ამ ძალიან მარტივი მოქმედებებით მათში ვაღვივებთ ისეთ მნიშვნელოვან ემოციას, როგორიცაა „მე მნიშვნელოვანი ვარ“, რაც შეუქცევადად მეტ გამბედაობას სძენს მას. საბოლოოდ კი, ყალიბდება დამოუკიდებელი ინდივიდი, რომლის ცხოვრების წესი, პირად თავისუფლებასთან ერთად, თავისუფალ საზოგადოებაზე ზრუნვა იქნება.

თავისუფალი საზოგადოების არსებობა-არარსებობის საკითხი ხარისხიან განათლებაზე გადის, რომელიც საფუძველს სკოლებში უნდა იღებდეს, თუმცა დღეს ჩვენი სკოლები კრიტიკას ვერ უძლებენ, მიზეზი კი არაგანახლებადი პედაგოგთა კორპუსია, რომელთა საშუალო ასაკი ძალიან მაღალია და საბჭოთა მეთოდებიდან ახალ სასწავლო მეთოდებზე ადაპტირებას ვერ ახდენენ.

აღნიშნულის გამო, ყურადღება ნაკლებად ექცევა არაფორმალურ განათლებას, დებატის კულტურის განვითარებასა და კრიტიკულ აზროვნებას. სწავლების სტრუქტურა შემდეგია: მასწავლებელი უალტერნატივო ავტორიტეტია, რომლის პოზიციაც უაპელაციოდ უნდა გაიზიაროს მოსწავლემ, საგნის სახელმძღვანელოს დასწავლა კი დაზეპირების მეთოდით ხდება.

ამ ფონზე, რთული არაა იმის მიხვედრა, მოზარდები რატომ არ არიან სათანადოდ დამოუკიდებელნი და რატომ არ აქვთ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. სათანადო უნარების არმქონე მოზარდი იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, რომელშიც ასევე მრავლადაა პრობლემები.

განათლებაში არსებული პრობლემების ფონზე, შემეცნების პროცესი არაჯანსაღია, ამიტომ ამ პროცესის შედეგად ჩამოყალიბებული ინდივიდები არ არიან მოწოდების იმ სიმაღლეზე, რომ წარმატებით ამუშაონ თავისუფალი საზოგადოება.


სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ საზოგადოებაში, არაა საკმარისი შედეგისათვის. განათლების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, თუნდაც ეს მტკივნეული იყოს.

პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა ასაკოვანი და ძველი მეთოდებით მომუშავე პედაგოგები ჩაანაცვლოს ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანებით, რომელთაც არ გაუჭირდებათ თანამედროვე სწავლის მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება.

შესაძლოა, პედაგოგთა ჩანაცვლების პროცესი მტკივნეული იყოს, თუმცა ეს „ტკივილი“ მოკლევადიანი ეფექტია, ხოლო კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ადამიანის „დაკარგვა“ გამოუსწორებელი დანაკლისია ჩვენთვის.



ვფიქრობ, ჩვენ გარშემო არსებული პრობლემების ძირითადი მიზეზი არათავისუფალი საზოგადოებაა, რომელსაც უჭირს სიახლეებთან ადაპტაცია, კონკურენციის, როგორც მოცემულობის მიღება, განსხვავებულ აზრთან შეგუება, საკუთარ საქმეზე ფოკუსირება, პრიორიტეტების სწორად დალაგება, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს.

უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემების ზედაპირული და მოკლევადიანი მოგვარება გამოსავალი არაა, გამოსავალი თავად საზოგადოების დასაყრდენის, ანუ ჩვენი/ინდივიდების გაჯანსაღებაშია, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და წინააღმდეგობის გაწევის უნარების დახვეწაში, რომელზე ზრუნვაც უნდა იწყებოდეს ოჯახიდან და უნდა გრძელდებოდეს და სრულყოფილი ხდებოდეს სკოლაში.


ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს და ხელი არ უნდა შევუშალოთ ადამიანების სწრაფვას თავისუფლებისკენ, არამედ უნდა დავეხმაროთ მათ გონებრივი და მატერიალური რესურსით, რადგანაც მსოფლიოში დღეს არსებული შეზღუდული რესურსების ფონზე, გადარჩენა დამოკიდებულია საზოგადოების სიჯანსაღესა და თავისუფლების ხარისხზე.





ხმამაღლა იფიქრა  ილიას უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარემ გიორგი მუმლაძემ

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მთავრობის ხარჯების განაწილება განათლების
სფეროში, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ), ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანი ნაწილი არის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს
სახელმწიფოს რეიტინგს განათლების საერთაშორისო მასშტაბებს
შორის.
22:13 / 13.01.2019

მთავრობის ხარჯების განაწილება განათლების სფეროში, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ), ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ნაწილი არის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს რეიტინგს განათლების საერთაშორისო მასშტაბებს შორის.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო
უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი აცხადებენ
13:44 / 10.01.2019
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი აცხადებენ

წელიწადნახევარია, რაც ოჯახი შევქმენი. 10 წლის აქტიური სამუშაო დღის
წესრიგის შემდეგ გადავედი ოჯახის, სახლის, ბავშვის მოვლის
ამბებზე
12:09 / 23.12.2018

წელიწადნახევარია, რაც ოჯახი შევქმენი. 10 წლის აქტიური სამუშაო დღის წესრიგის შემდეგ გადავედი ოჯახის, სახლის, ბავშვის მოვლის ამბებზე
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია „სოკარი“
2007-2008 სასწავლო წლიდან, საქართველოს უმაღლეს
15:14 / 20.12.2018
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია „სოკარი“ 2007-2008 სასწავლო წლიდან, საქართველოს უმაღლეს
საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს
16:56 / 14.12.2018
საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს
მაღვიძარამ დარეკა. 7 საათს
ახლახანს გადაცდა. სახლში ყავის სურნელი დგას. ქარის ზუზუნს თითქოს
წვიმის წვეთები პასუხობენ
12:20 / 10.12.2018
მაღვიძარამ დარეკა. 7 საათს ახლახანს გადაცდა. სახლში ყავის სურნელი დგას. ქარის ზუზუნს თითქოს წვიმის წვეთები პასუხობენ
კართან მოდგა
შემოდგომა

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა 46,6 % - მა მიიღო
მონაწილება. სავარაუდოდ, მათ ძირითად ნაწილს საჯარო სექტორში
დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები
შეადგენდნენ.
02:36 / 07.11.2018
კართან მოდგა შემოდგომა

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა 46,6 % - მა მიიღო მონაწილება. სავარაუდოდ, მათ ძირითად ნაწილს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები შეადგენდნენ.
უკვე ხუთი თვეა დეკრეტულ
შვებულებაში ვარ რადიო „მარნეულიდან“ გაისმა ზარის
ხმა და ბლოგის დაწერა შემომთავაზეს, გავიფიქრე: „ეს ზუსტად ის არის,
რისი გაკეთებაც მინდოდა“
00:30 / 01.11.2018
უკვე ხუთი თვეა დეკრეტულ შვებულებაში ვარ რადიო „მარნეულიდან“ გაისმა ზარის ხმა და ბლოგის დაწერა შემომთავაზეს, გავიფიქრე: „ეს ზუსტად ის არის, რისი გაკეთებაც მინდოდა“