ახალი აზროვნების ინსტიტუტი ქვემო ქართლში ახალ პროექტს იწყებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ახალ პროექტს „სოციალური აქტივობისთვის ახალგაზრდების გაძლიერება: ქვემო ქართლში სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება“ იწყებს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ინსტიტუის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი აცხადებს, რომ პროექტის ძირითადი მიზანი ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი სამოქალაქო ინციატივების მხარდაჭერის გზით ქვემო ქართლში სოციალური ინკლუზიურობის გაძლიერების მხარდაჭერაა.

„პროექტის ძირითადი მიზანი ბოლნისის და დმანისი მუნიციპალიტეტბში ერთი ახალი სათემი ცენტრის დაფუძნებაა. დამატებით ქვემო ქართლის რეგიონის ოთხი მუნიციპლაიტეტიდან - მარნეული, ბოლნისი, დმანისი და გარდაბნიდან 10 ახალგაზრდის არჩევა, მათთვის მოკლევადიანი პროგრამის გატარებაა. არჩეული ახალგაზრდები სასურველ ადგლას გაივლიან სტაჟის პროგრამას. გადახდას კი ჩვენ განვახორციელებთ. ამის გარდა ორგანიზაციის გაძლიერებისთვის ორგანიზაციის წევრები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან. ბოლოს კი, მომავალ წელს, ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებას ვფიქრობთ. პროექტის ფარგლებში მომავალ წელს ქვემო ქართლის რეგიონში ახალგაზრდულ ფორუმს დავაორგანიზებთ“.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტბში განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში:
  • ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში ორი სათემო ცენტრი დაფუძნდება.
  • სათემო ინიციატივების განხორციელების, გადაწყვეტილბის მიღების პროცესში მონაწილეობის და სამოქალაქო აქტივობის მიმართულებით 20 ახალგაზრდის ტრენინგები ჩაუტარდება.
  • შემდგომ კი დასაქამების შესაძლებლობების მომატებისთვის 10 ახალგაზრდა ჯერ ტრენინგებს, შემდეგ კი სხვადასხვა ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლიან.
  • დაორგანიზდება კულტურულ-საგანმანათლებლი ტურები.
  • ჩატარდება ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფორუმი.
  • გაძლიერდება ახალი აზროვნების ინსტიტუტის ორგანიზაციული შესაძლებლობები.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით #LEAD ლიდერობა, თანასწორობა, დემოკრატიის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები