მარნეულელი პედაგოგი, ქამრან აფანდიევი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია
მარნეულელი პედაგოგი, ქამრან აფანდიევი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის დასახელდა.
2023 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ფინალისტები დღეს, 5 სექტემბერს  გამოვლინდნენ. სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ქამრან აფანდიევი ხუთეულშია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ამავე კონკურსში მარნეულელ პედაგოგებს მონაწილეობა წარმატებით არაერთხელ მიუღიათ. 2022 წელს ათეულის წევრი გახდა ხოჯორის სკოლის მასწავლებელი ლალი მარგიანი, 2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში გავიდა ქალაქ მარნეულის N2 და N5 სკოლის პედაგოგი, თემურ სუყაშვილი. 2019 წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე, 2021 წელს კი ხუთეულის წევრობა მოიპოვა მარადისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ლამარა ბოლქვაძემ.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეული 5 სექტემბერს გამოვლინდება, მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები