მარნეული
"მაშტაბური ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდა მიიღოს" - კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები One Caucasus-ის შესახებ
დღეს, 30 მარტს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში მარნეულის „კულტურის ცენტრმა“ უმასპინძლა შეხვედრას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თემაზე „კულტურა, ქვეყნის მ,დგრადი განვითარების წამმართველი და ხელშემწყობი ფაქტორი“. სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მარნეულში, კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მომხსენებლებმა, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ კურატორმა ალექსანდრე გრიგალაშვილმა და სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა ელინა გედენიძემ და ნინო ახალაიამ ისიაუბრეს სამინისტოს პოლიტიკაზე რეგიონებთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომ სერვისებზე (კონკურსები, კულტურული მარშრუტები) და ასევე კულტურის სტრატეგიის განხორციელების რეგიონული სამოქმედო გეგმების შემუშავების აუცილებლობასა და პრინციპებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში იმართებოდა და დამსწრე საზოგადოებას კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა შეეძლო. ერთ-ერთი კითხვა რომელიც შეხვედრის დამსწრეებმა სამინისტროს წარმომადგენლებს დაუსვეს ფესტივალ „ერთიან კავკასიას“ (One Caucasus) შეეხებოდა.

როგორც უკვე ცნობილია ფესტივალ „ერთიანი კავკასიის“ მარნეულში ჩატარების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნისნის ქვეშაა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ მარნეულში ამდაგვარი მაშტაბური ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ მერიას მოსახლეობისათვის ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ კითხვა ჯერ არ დაუსვამს.

რადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი ალგეთელ მოსახლეობას წყლის პრობლემის
მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა კონკრეტულად როდის ცნობილი არაა.
17:55 / 24.04.2018
მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი ალგეთელ მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა კონკრეტულად როდის ცნობილი არაა.

მარნეულის მერია გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიებაზე
მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია
17:06 / 24.04.2018
მარნეულის მერია გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიებაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია

ალგეთის მოსახლეობამ მერიის შენობის მეორე სართულზე გადაინაცვლა და
მერთან შეხვედრას ელოდება
13:16 / 24.04.2018
ალგეთის მოსახლეობამ მერიის შენობის მეორე სართულზე გადაინაცვლა და მერთან შეხვედრას ელოდება
დღეს, დაახლოებით 09:30 საათზე მარნეული სადახლოს საავტომობილო გზის
მეექვსე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი
ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.
13:05 / 24.04.2018
დღეს, დაახლოებით 09:30 საათზე მარნეული სადახლოს საავტომობილო გზის მეექვსე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.

პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
ვიდეო სიახლეები