ალგეთელი მოსწავლეების მიერ პლასტმასის ბოთლებისგან შექმნილი ჰელიკოპტერი
სარხან რზაევი ალგეთის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ ნათესავის ნამუშევრებმა მოტივაცია მისცა, რითაც საკუთარ თავში კრეატიულობა აღმოაჩინა და მეგობრებთან ერთად ნარჩენებისგან ნამუშევრების გაკეთება დაიწყო.
პირველი ნივთი თვითმფრინავი იყო, რომელიც პლასტმასის ბოთლებისაგან შექმნა. შემდგომ სხვადასხვა სკოლებში მივიდა და უთხრა მოსწავლეებს მსგავსი ნამუშევრების გაკეთება თუ შეძლოოთ შეეგროვებინათ. მან 1 თვის განმავლობაში 30 ნამუშევარი შეაგროვა.
მისი სურვილი, იყო რომ გამოფენა მოეწყო. ასეც მოიქცა და სოფელ ალგეთში მდებარე იმამ ალის სახელობის მეჩეთში გამოფენა 16 მარტს ჩაატარა.

" გამოფენა ყველას მოეწონა. მოსახლეობამ თქვა ხშირად გააკეთეთო. ახლა სხვადასხვა პროექტებში ჩავერთვებით. ვფიქრობ,  ეს საქმე უფრო კარგად უნდა გავაკეთოთ"-ამბობს სარხანი

ნამუშევრების ერთი ნაწილი სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლის სამასწავლებლოშია თვალსაჩინოებისთვის. ყველაზე გამორჩეული კი ფეხსაცმლის კრემის კოლოფისგან დამზადებული მობილური ტელეფონის დამტენია. სკოლის დირექტორი მუსა ომაროვი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებს ხელნაკეთი ნივთებისადმი ინტერესი აქვთ. ბევრ შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას და პრიზიც საკმაოდ აქვთ მოგებული, რაც მოსწავლეებისთვის მოტივაციის საწინდარია.

"ჩვენი ერთ-ერთმა მოსწავლემ აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ჩატარებულ კონკურსში  ტელევიზორი და კომპიუტერი მოიგო. ამიტომ სხვა მოსაწავლეებშიც ამან გამოიწვია სტიმული და ინტერესი"-ამბობს მუსა ომაროვი

სარხანის ოცნება მეგობრებთან ერთად ბევრი ხელნაკეთი ნივთის შექმნა და სხვადასხვა ქალაქებში გამოფენის ჩატარებაა, რითაც საკუთარი რეგიონის წარმოაჩენა სურს.


Print