ტურისტები მარნეულს ძირითადად საზღვრის გადალახვისთვის იყენებენ
20 აპრილს მარნეულის მერიში მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების განვითარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მარნეულის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლმა, ელგუჯი კუპატაძემ პრეზენტაციის სახით რაიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარუდგინა დამსწრეებს და აღნიშნა, რომ 2016 წლის სტატიტიკური მონაცემების მიხედვით მარნეული ტურისტების შემოდინების თვალსაზრისით საქართველოში მესამე ადგილზეა, ხოლო გაჩერების მხრივ ცუდი მდგომარეობა გვაქვს.

„მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს მარეულის მუნიციპალიტეტი ტრადიციული ცხოვრებით ცხოვრობს. ძირითადი ტრადიციები მარნეულში არის ალილო, ნოვრუზ-ბაირამი, 26 მაისი. 2017 წლის მაისში და მანამდე 2015 წელს, ჩვენ მარნეულის რტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღვწერეთ 108 კულტურული ძეგლი რომლის 80%ზე მეტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ახლა რაოდენობა 114 ზეა ასული, თუმცა ეს პროცესი არ ჩერდება.“-ამბობს კუპატაძე


პრეზენტაციის დასრულების შემდგომ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ინფორმაცია თუ როგორაა შესაძლებელი გაიზარდოს ტურისტული ობიექტების რაოდენობა, რომლებიც განათავსებენ ტურისტებს სასტუმროში, ასევე „გესთ ჰაუსში“.  პროექტი ზრდა USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ტურისტული მიმართულებაა. პროექტის ფარგლებში  სამი ადამიანი შეარჩიეს, რომელთა დახმარებითაც მოხდება ხალხის ინფორმირება ტურისტული თვალსაზრისით. ორგანიზაცია „კრეატიული განვითარების ცენტრის“ დირექტორი დავით მერულაშვილი ამბობს, რომ უშუალოდ ტრენინგების ჩატარება მაისის თვეში დაიწყება, პროექტი 10 მუნიციპალიტეტსა და 5 რეგიონს მოიცავს მათშორისაა მარნეული.

„მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრამა იმით, რომ ჩვენ ვეხმარებით ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი ბიზნესის დაწყების კუთხით. ჩვენ მათთან ვიმუშავებთ თუ როგორ უნდა გაიმართოს მაგალითად კონკრეტული ადგილი, ოთახი იქნება ეს თუ დაწესებულება. როგორ უნდა იმოქმედონ საერთაშორისო პლათფორმებზე. როგორი უნდა იყოს ვიზუალური მასალა იმისთვის , რომ ტურისტს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, მოვიზიდოთ და მათთვის გავხადოთ საინტერესო.“-ამბბობს მერულაშვილი

არამ აკოფიანი პროექტის მარნეულის მენტორია, ამბობს, რომ მნიშველოვანია ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია იმ რესურსების შესაძლო გამოყენებაზე, რომელიც მარნეულს ტურისტული თვალსაზრისით აქვს.

„ტურისტული პოტენციალი ბევრია, მაგრამ ხალხი ნაკლებადაა დაინტერესებული, ამიტომაა მსგავსი შხვედრები საჭირო, რომ ხალხს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ თუ როგორ უნდა კეთდებოდეს თუნდაც „გესთ ჰაუსები“ და ნელ-ნელა გავზარდოთ ტურისტული პოტენციალი“-ამბობს აკოფიანი

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მერიის თანამშრომლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები