მარნეულშ 26 მაისის ღონისძიების გამართვა შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, 26 მაისის ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ჩაიშალა. როგორც მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა გვითხრა, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, რომელმაც მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც ტენდერი უარყოფითად დასრულდა.



ვუგარ მამედოვმა ასევე თქვა, რომ შესყიდვებს სააგენტოსაგან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების გაფორმებაზე დაიწყებს მუშაობას, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათთვის უცნობია თუ რომელ კომპანიას დაევალება მარნეულში 26 მაისიის ღონისძიების გამართვა, 26 მაისამდე კი 5 დღეა დარჩენილი.
ტენდერის მიხედვით გამერჯვებულ კომპანიას შემდეგი სამუშაოების შესრულება დაევალებოდა: სცენის, გახმოვანების და განათების მოწყობა, ელექტროუზრუნველყოფა, LED ეკრანის დამონტაჟება, ბანერების დამზადება/დამონტაჟება, 2 წუთიანი ფოიერვერკის მოწყობა, საბავშვო გასართობი ატრაქციონისა და ბატუტის მოწყობა, კონცერტის წამყვანების, მუსიკალური კოლექტივის, თოჯინების თეატრისა და მხატვრების მოწვევა, ქართული საბრძოლო ხელოვნების - ხრიდოლის პერფორმანსის გამართვა, გარე გამოყენების მეტრაჟული და პატარა დროშების მოწოდება და სმარტფოტოს ჯიხურის მოწყობა.
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები