პირველი საბავშვო მოედნის გეგმის პრეზენტაცია მარნეულში - მერიის პასუხგაუცემელი ინიციატივა
დღეს, 14 ივნისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პირველი საბავშვო მოედნის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა და ის დამსწრეებს თავად ინიციატორმა რაიან სმიტმა გააცნო.
რაიანი დიდი ხანია, რაც მარნეულში საბავშვო მოედნის მოწყობითვის იბრძვის, ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებს.  მარნეულის მერიასთან თხოვნა მხოლოდ საჭირო ტერიტორიის გამოყოფაზე აქვს, რაზეც მან ოფიციალური პასუხი ჯერ  ვერ მიიღო.

რამდენიმე თვეა, რაც რაიანმა სოციალურ ქსელში, ფეისბუკზე კამპანია „მარნეულის ბავშვთა სათამაშო მოედანი“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

როგორც დღეს ჩვენთან საუბარში აბობს, მარნეულში უკვე 7 წელია ცხოვრობს და მიაჩნია, რომ ბავშვებს უსაფრთხო საბავშვო მოედანი ძალიან სჭირდებათ, ამისთვის ბრძოლას აგრძელებს.



პრეზენტაციაზე რაიანმა დამსწრეებს უხრა, რომ, როდესაც ამერიკაში ატრაქციონებს ცვლიან ძვლ ატრაქციონებს კარგად ანახლებენ და სხვა ქვეყნებში გზავნიან, რომელიც შედარებით იაფი ჯდება. მას მარნეულისთვის ატრაქციონი უკვე შერჩეულიც აქვს.

დღევანდელ პრეზენტაციას დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია მოქალაქის ინიციატივის შესახებ და გამოხატეს საკუთარი აზრი. 

ნანა ხარაძე მარნეულელია, რომელიც შვილიშვილებთან ერთად მოვიდა პრეზენტაციაზე და ინიციატივას ის  დადებითად აფასებს.



საბავშო მოედნის საჭიროებაზე მარნეულელი მოქალაქე საბინა ტალიბოვაც საუბროს, რომელიც საკუთარ შვილთან ერთად ესწრება პრეზენტციას და ფიქრობს, რომ ბავშვებს ნამდვილად უდა ჰქონდეთ სბავშვო მოედანი.




რაიან სმიტს პარკისთვის სახელიც შერჩეული აქვს სახელწოდებით „მოუშვი ბავშვები ჩემთან“ ტერიტორიის შესაძლო ვარიანტსაც განიხილავს, რომელიც მარნეულის მერიის შენობის ახლოს მდებარეობს. კერძოდ კი 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ეს მხოლოდ იდეიის დონეზე, გამომდინარე იქედან, რომ არ იცის საკუთარ ინიციატივას როგორ განახორციელებს. უკვე ერთი წელზე მეტია მერიიდან პასუხს ელის, თუმცა დღემდე არ აქვს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები