ამერიკელის მიერ საბავშვო მოედნის მოსაწყობად ალტერნატიული ფართის მოძებნას მერია მშობელთა კომიტეტთან ურთიერთობით გეგმავს
დღეს, 5 ივლისს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა მარნეულში პირველი საბავშვო მოედნის მოწყობისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით.

რაიან სმიტის ინიცატივას საბავშვო მოედნის მოწყობაზე არაერთი მშობელი უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით შეხვდნენ ისინი დღეს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს ზაურ ტაბატაძეს და მერის მოადგილეს ლაშა ლობჯანიძეს.

ზაურ ტაბატაძის თქმით, ადგილი, სადაც ატრაქციონების განთავსება სურთ კერძოდ კი რუსთაველის ქუჩაზე ის მხარს არ დაუჭერს. გამომდინარე იქედან, რომ რომ იქ ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს და საშინელი გამონაბოლქვია, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ხოლო მშობლების კითხვაზე, მოუწევს თუ არა მუნიციპალიტეტს უარის თქმა ატრაქციონების ჩუქებაზე, ზაურ ტაბატაძემ თქვა, რომ ინიციატივა კარგია და ის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს მშობლებთან კიდევ ერთხელ შესახვედრად, სადაც ალტერნატიული ფართის გამოძებნას შეეცდებიან.



ზაურ ტაბატაძემ შეხვედრაზე თქვა, რომ მერია ბავშვების გასართობი მოედნის მოსაწყობად ზრუნავს, ამიტომაც ახლა მილიონიანი პროექტის შემუშავებაში არიან, რომელიც უახლოეს პერიოდში დაასრულება და სამუშაოებისთვის ტენდერს გამოაცხადებენ.
ახალი გასართობი პარკი მარნეულში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლთან „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

მარნეულში შემოსასვლელი გზა, სადაც „კიდევც დაიზრდებიან“ მდებარეობს ის ერთადერთი გზაა, რომლის გავლითაც მანქანებს ხშირად უწევთ ქვემო ქართლის სხვადასვა ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაადგილება, თუმცა ზაურ ტაბატაძე თვლის, რომ „კიდევაც დაიზრდებიან“ შედარებით მოშორებით მდებარეობს მთაავარ გზიდან და ამიტომაც მიიჩნევს, რომ იქ გამონაბოლქვი ნაკებად იქნება.

შეხვედრის დამსწრე ერთ-ერთი მშობელი ნონა სამხარაძე ამბობს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ მერია საბავშვო მოედნის მოსაწყობად ალტერნატიულ ფართს მოძებნის.



კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრი დაგეგმამდე კი მშობელთა საინიციატივო ჯგუფს მერიაში ოფიციალური განცხადების შეტანა მოუიწევთ. ამის შემდეგ კი მერიის სხვადასხვა სამსახურებთან ერთად შეეძლებათ მსჯელობა ალტერნატიული ფართის მოძებნაზე.

შეგახსენებთ, რომ მარნეულიში პირველი საბავშვო მოედნის მოწყობის ინიციატორი, რაიან სმიტი უკვე თითქმის ერთი წელია ცდილობს, სხვადასხვა გზების გამოძებნას მერიასთან საკომუნიკაციოდ.

რაიან სმიტმა სოციალურ ქსელში, ფეისბუკზე კამპანია „მარნეულის ბავშვთა საბავშვო მოედანი“ წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც იგი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

Print