მარნეული, თავთავიანი კულტურების მინდვრების გამო, ხანძარსაშიშ ზონად მიიჩევა
მარნეული თავთავიანი კულტურების გამო, ხანძარსაშიშ ზონად მიიჩევა. სწორედ ზაფხულის ხანძარსაშიშ სეზონთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მერიაში შეხვედრა გამართეს.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის მოადგილე დავით გელაშვილი ამბობს, ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად ხაანძრის რისკიც მატულობს და მარნეულიც ამ შემთხვევაში საშიშ ზონად მიიჩნევა. ვინაიდან , მარნეულის მუნიციპალიტეტში მრავლადაა თავთავიანი კულტურები ხანძრის საშიშროებაც მაღალია.



გელაშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე ფერმერებს გააცნეს თუ როგორ უნდა იყოს უსაფრთხოდ დაყოფილი ფართობები, რომ ხანძრის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მისი მალევე ჩაქრობა



ისა ისაევი ფერმერია, რომელიც მერიაში გამართულ შეხვდრას ესწრებოდა, ამბობს, რომ მოსავალი უკვე აიღო. ხორბლის ასაღები ტექნიკა თავად არ ჰყავთ, ქირაობა უწევთ. მათ შეხვედრაზე უთხრეს, რომ სავალდებულოა ტექნიკას ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა ჰქონდეს.
გელაშვილის თქმით, საჭიროა, რომ მოსავლის ამღებ ტექნიკაზე დაამაგრებული იყოს ცეცხლმაქრი მოწყობილობა, გამოდიანრე იქედან, რომ შესაძლოა გაუმართავმა მანქანამ გამოიწვიოს აალება.

თავადვე ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში მიწის ნაკვეთები დასახლებასთან ძალიან ახლოსაა და ფერმერების საქმის კურსში ყოფნა და შესაბამისი ზომების მიღებაც აუცილებელია.

მარნეულის მერიაში სამუშაო შეხვედრა ზაფხულის ხანძარსაშიშ სეზონთან დაკავშირებით 6 ივლისს გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მასალაში ვკითხულობთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას, ზაფხულის სეზონზე სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები და მოსავლის აღებაში მონაწილე პირებისთვის შემუშავებული ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი გააცნეს.

რას გულისხმობს ინსტრუქტაჟი და რა სახის რეკომენდაციები გაიცა, მასალაში არაფერი წერია. ინფორმაციის მისაღებად მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა შეხვედრისთვის მხოლოდ ოთახი გამოყო და მეტი დეტალების გასაცნობად შეხვედრის ორგანიზატორთან გადაგვამისამართა.

რადიო "მარნეული"

Print