სიახლე
მარნეულის კულტურის სახლი თეატრის ჩამოყალიბებას გეგმავს
პარასკევი, სამუშაო კვირის ბოლო დღე. ჩვენ კი ისევ არ შეგვიძლია მარნეულის კულტურის სახლის დირექტორის, ნატო შავიშვილის გამოჭერა. როგორც იქნა მან ყველა საქმე მოაგვარა და ჩვენთვის რამდენიმე სიტყვის სათქმელად მოიცალა. იგი ამ დაწესებულებას უკვე 3 წელია ხელმძღვანელობს
,,მთელი ჩვენი საქმიანობა ეთმობა კულტურის სფეროს განვითარებას მარნეულის მუნიციპალიტეტში. ახალგაზდებისთვის უფრო მეტი საინტერესო სანახაობების შეთავაზებას.“ - ამბობს ნატო შავიშვილი

კითხვაზე თუ რას აპირებთ სამომავლოდ, ნატომ თეატრალური განხრის განვითარება დაასახელა.
,,ყველაზე დიდი პროექტი, რაც გვაქვს დაგეგმილი 2019 წელს, არის თეატრის განვითარება და ვფიქრობთ, თეატრის ჩამოყალიბებას და უფრო მეტი სპეკტაკლის შეთავაზებას თქვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის.“- ამბობს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი

კულტურის სახლის თანამშრომელი და მსახიობი ზურა ხაფთანი ამბობს, რომ მარნეულში აქამდე არასდროს ჰყავდა თეატრალური დასი და მით უმეტეს თეატრი. დიდი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მომავალ წლიდან განხორციელდება. მსახიობმა დადებითი გამოხმაურების და რეცენზიების მქონე სპექტაკლზე „აირწინაღზე“ ისაუბრა:

„ სპექტაკლი ნაადრევ ქორწინებას ეხება. ეს სპექტაკლი არის ძალიან კარგი ახალგაზრდებისთვის. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ გვინდა ამ სპეპტაკლით ძალიან ბევრ მაყურებელს, ბევრ ახალგაზრდას,თქვენს თანატოლებს, პატარებს, უფროსებს ვანახოთ ის მანკიერი მხარეები, რაც არა მარტო ჩვენს, არამედ ბევრ სხვა რეგიონსაც აწუხებს. ეს არის ნაადრევი ქორწინება და ქალზე ძალადობა.“-თქვა მსახიობმა.

კულტურის სახლის კიდევ ერთმა მსახიობმა, ქეთი აბაშიძემ, ასევე გვიამბო თეატრზე და მისი ჩამოყალიბების გეგმებზე.

,, თეატრს დაფინანსებაც ექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ავიყვანოთ მსახიობები შტატში და უკვე შეიქმნება კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასი.“ ქეთიმ აღნიშნა , რომ ამ წელს სავარაუდოდ კიდევ მოგველის ,, აირწინაღი“-ს გამეორება და ალბათ ,,მედეაც“.

სპექტაკლ ,,აირწინაღის“ პემიერა დიდი ანშლაგით და კრიტიკოსების მოწონებით ოქტომბერში გაიმართა.
განმეორებითი ჩვენება დღეს, 19:00 საათზე, კულტურის ცენტრის დარბაზში შედგება.



ავტორი: მარნეულის N6 საჯარო სკოლის, VIII-ე კლასის მოსწავლე ლიზი ხარაიძე
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დღეს, 20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.
18:02 / 20.01.2019
დღეს, 20 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში 150 წლოვანი ალვის ხე მოჭრეს.

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
19:01 / 19.01.2019
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები
წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი
არხის ჟურნალისტი იუწყება.
18:55 / 19.01.2019
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი
შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
18:48 / 19.01.2019
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“,
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
18:35 / 19.01.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში,
16:02 / 18.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში,
მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება გაუქმდება, – ამის
შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა
ბერიკა შუკაკიძემ განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაციის ფარგლებში
განაცხადა.
15:54 / 18.01.2019
მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება გაუქმდება, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ
დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს.
14:24 / 18.01.2019
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.