მარნეულში ახალ საახალწლო ნაძვის ხეს აწყობენ
ახალი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა მარნეულის კულტურის ცენტრის წინ დაიწყეს.

ნაძვის ხე მუნიციპალიტეტმა 14 256 ლარად შეიძინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნაძვის ხე ბუნებრივი მწვანე ფერის იქნება, მისი სიმაღლე 10 მეტრზე მეტი, ხოლო დიამეტრი 4 მეტრი იქნება.

მერია აქამდე კულტურის ცენტრის ეზოში არსებულ ბუნებრივ ნაძვის ხეს რთავდა.

ნაძვის ხესთან ერთად მუნიციპალიტეტს ტენდერები ასევე გამოცხადებული ჰქონდა საახალწლო ღონისძიების მოწყობისა და გარე განათებების დამონტაჟებისათვის. მერია ქალაქის დეკორაციებისთვის 25 000-მდე ლარს, ხოლო საახალწლო ღონისძიებისთვის 14 050 ლარს დახარჯავს.

მარნეულში უკვე დაიწყეს რუსთაველის ქუჩის მორთვა, თუმცა როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით გასული წლის დეკორაციების ამონტაჟებენ.

მერიამ საახალწლო ღონისძიებების, ნაძვის ხისა და გარე განათების მონტაჟისათვის ჯამში 55 000-მდე ლარი გამოყო.

რადიო „მანრეული“

Print