აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი ხელმძღვანელი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად დღეს, 11 იანვარს თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორი თურგაი ველიზადე დაინიშნა.

თურგაი ველიზადემ აღნიშნა, რომ თეატრის განვითარების და მომავლისათვის საინტერესო იდეები აქვს.

„მომავალში სპექტაკლებთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს. უბრალოდ მეტი მუშაობა უნდა, თეატრის ძირითადი ფუნქცია სპექტაკლებით მაყურებლების გახარებაა. მაყურებლებს ელოდება არა მხოლოდ აზერბაიჯანული ასევე უცხოური დრამატურგიის პიესები და სცენები. ყველას ინტერესი უნდა გამოვიწვიოთ თეატრში. ყველამ უნდა გაიგოს თეატრის შესახებ ინფორმაცია. ყველაზე შორი და პატარა სოფლებშიც კი გაიგებენ ჩვენი თეატრის შესახებ. რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებშიც გვექნება გასტროლები. თეატრის განვითარებას უფრო დიდი ნაბჯებით გავაგრძელებთ. თეატრი არის კულტურა და ეს კულტურა ჩვენ უნდა განვავითაროთ და მივიტანოთ მაყურებელამდე“ - ამბობს თურგაი ველიზადე.

აღსანიშნავია, რომ თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე იყო. მან 2018 წლის ოქტომბრის თვეში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თანამდებობა დატოვა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები