სიახლე
მეტყველების და ხელოვნების გაკვეთილები მარნეულში (+ ვიდეო)


როგორ უნდა ისაუბრო სწორად, ისუნთქო სწორად, გამართულად გამოთქვა თანხმოვანი და ხმოვანი? - სწორედ ამ თემებზე ესაუბრებოდა სერიალ „შუა ქალაქის“ მსახიობი თამუნა ნიკოლაძე დღეს მარნეულელ ახალგაზრდებს.

ნიკოლაძე, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ქეთევან ღლონტის სახელით იცნობს, მარნეულში, ერთი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ შეხვდება ახალგაზრდებს.

„ეს არის არაჩვეულებრივი პროპაგანდა, რომ ადამიანი გახდეს კიდევ უფრო კულტურული და კიდევ უფრო განათლებული.“ - ამბობს თამუნა ნიკოლაძე

მსახიობი მარნეულში „კულტურის ცენტრის“ პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელიც ახალგაზრდებში შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებას, ხელოვნების პროპაგანდასა და ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.

მართალია, პროექტი მხოლოდ ერთი თვე გრძელდება და მეტყველების კულტურის შესწავლა დროის ასეთ მცირე მონაკვეთში თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ნიკოლაძე იმედოვნებს, რომ მისი ლექციები ახალგაზრდებს სწორ მიმართულებას მისცემს.

„მე ყოველ შემთხვევაში იმის იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდებში ძალიან საინტერესო მარცვალს ჩავაგდებ, დავტოვებ ძალიან სწორ მიმართულებას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მონდომებული და თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდა ამ ვარჯიშებს სახლში გაიმეორებს, რაც შემდგომ მთელი ცხოვრება გამოადგება“, - თქვა თამუნა ნიკოლაძემ

პროექტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, გაეცნონ ისეთ სახელოვნებო დარგებს როგორიცაა: კინოხელოვნება, ოპერა, ბალეტი, სახვითი ხელოვნება, თეატრი. დაესწრონ მეტყველების კულტურისა და ბგერების სწორად გამოთქმის მოკლე კურსს. თამუნა ნიკოლაძის გარდა, მარნეულელ ახალგაზრდებს ლექციებს წაუკითხავენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები ლაშა ჩხარტიშვილი და ლელა ოჩიაური.

„ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით თითოეული მოქალაქე, ვინც მასში მონაწილეობას მიიღებს, მნიშვნელოვან შენაძენს მიიღებს. ისინი გაიმრავალფეროვნებენ თავიანთ შემეცნებით თვალსაწიერს და მიიღებენ ძალიან საინტერესო და კარგ ინფორმაციას.“ - გვეუბნება მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ დირექტორი ნატო შავიშვილი

„კულტურის ცენტრის“ დირექტორი განმარტავს, რომ პროექტში მონაწილეობის მიღება, 12 წლიდან ზევით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ლექციები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათ 13:00 წუთზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება.


ადიო „მარნეული“

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო
სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში
დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე
მუშაობს.
23:04 / 18.02.2019
პირებს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება აეკრძალოთ. მთავრობა ახალი ცვლილებების პაკეტზე მუშაობს.

<span style=
18:11 / 18.02.2019

მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს,
დღეს, 18 თებერვალს
14:56 / 18.02.2019
მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატს რუსლან გაჯიევს, დღეს, 18 თებერვალს
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც
ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
12:40 / 18.02.2019
„ორშაბათს ყველას ველოდები, ვინც ფეისბუქში ვეფხვია“ - ეს განცხადება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა,
12:21 / 18.02.2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,

დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე
გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი
ლიკვიდირებულია.
11:41 / 18.02.2019
დღეს, 18 თებერვალს, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ვერძი
ახლობელი ადამიანების გამოცდის დღეა, ზოგიერთთან ურთიერთობის გაწყვეტა
მოგიწევთ
09:57 / 18.02.2019
ვერძი
ახლობელი ადამიანების გამოცდის დღეა, ზოგიერთთან ურთიერთობის გაწყვეტა მოგიწევთ
ოთხი
ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში.
ეჭვმიტანილი დაკავებულია.
22:20 / 17.02.2019
ოთხი ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ვიდეო სიახლეები