პოლიტიკა
დიღომში შავკანიანი სტუდენტები მამაკაცების ჯგუფმა აგრესიულად სტადიონიდან გააძევა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ფეხბურთს თამაშობდა, რის შემდეგაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან.

შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა იძულებით დაატოვებინა შავკანიან ახალგაზრდებს ტერიტორია.
ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

“არცერთი ქართველი, რომლებმაც შეურაცხყოფა მოგვაყენეს, არ დაუკავებიათ. პოლიციას ბოდიშის არცერთი ფორმა არ მოუთხოვია მათგან. არაფერი! რატომ? თუ ამ ისტორიას შევატრიალებთ, შავკანიანებს რომ მიეყენებინათ შეურაცხყოფა ქართველებისთვის, ექნებოდა პოლიციას ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება? ბოდიში გრძელი თხრობისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმის შესაჩერებლად. 21-ე საუკუნეში? დაუჯერებელია. ეს უნდა შეწყდეს!” – აცხადებს ბენიტი, რომელიც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტია.

მას შემდეგ, რაც შავკანიანმა სტუდენტებმა ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს, ისინი მუქარის შემცველ და რასისტულ შეტყობინებებს იღებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა სტუდენტების ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი შეურაცხყოფა და მოედნიდან გაძევება მოხდა კანის ფერის გამო. თუმცა პოლიციას გამოძიება არ დაუწყია სისხლის სამართლის კოდექსის 1421 . მუხლით, რომელიც რასობრივ დისკრიმინაციას ეხება.

დაზარალებული სტუდენტი, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობს, რომ პოლიციას არ დაუკითხავს და არ დაჰკავშირებია ინციდენტის შემდეგ.
ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე 

წყარო:ნეტგაზეთი
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ჩამდენი პირი ან
პირები უნდა დაისაჯონ, თუმცა ამ საქმესთან თეიმურაზ აბაზოვს შეხება არ
ჰქონია, - ამის შესახებ მარნეულის ყოფილი მერის თეიმურაზ აბაზოვის
ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
12:50 / 04.09.2018
ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ჩამდენი პირი ან პირები უნდა დაისაჯონ, თუმცა ამ საქმესთან თეიმურაზ აბაზოვს შეხება არ ჰქონია, - ამის შესახებ მარნეულის ყოფილი მერის თეიმურაზ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძება სისხლის
სამართლის კოდექსის 18/323-ე
15:13 / 14.08.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 18/323-ე

საქსტატის ცნობით, 2018 წლის II
კვარტალში საქართველოში უცხო ქვეყნის 2 მილიონი მოქალაქე
შემოვიდა.
15:07 / 14.08.2018
საქსტატის ცნობით, 2018 წლის II კვარტალში საქართველოში უცხო ქვეყნის 2 მილიონი მოქალაქე შემოვიდა.

პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით