ავტოსაგზაო შემთხვევაში 4 ავტომობილი ფიგურირებს - არიან დაშავებულებიც
დღეს, მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგაო შემთხვევა მოხდა, სადაც 4 ავტომობილი ფიგურირებს. რამდენიმე ადამიანია დაშავებული. შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობდა, რომელსაც დაშავებულები საავადმყოფოში ეტაპობრივად გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი მანქანა რკინის სანაგვე კონტეინერს დაეჯახა, რითაც ქვეითად მოსიარულე ქალმა თავის დაზიანება მიიღო.

"ოპელის მარკის ავტომობილი დავინახე როგორ დაეჯახა ნაგვის კონტეინერს და მერე სხვა მანქანებიც მიაყოლა და ბანკთან გაჩერდა
ისეთი შეგრძნება იყო თითქოს ბომბი აფეთქდა. დაახლოებით 7-8 ადამიანიმა დაზიანება მიიღო. მე გამოვიძახე სასწრაფო და ნახევარი საათი დასჭირდა სასწრაფოს რომ მოსულიყო და მხოლოდ ერთი მანქანა მოვიდა . 4 ადამიანი ერთად წაიყვანა. საახალწლო განათებებზე ხარჯავენ ფულს და ჩვენ სასწრაფოებისთვის ფულს არ გამოყოფენ"- ამბობს თვითმხილველი

ავტოავარიის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი მძღოლი ამბობს , რომ:  " ჩემ წინ ნოლშესტი  იყო იმას მიეჯახა და მეც მოვყევი, მანქანაში 2 არასრულწლოვანი ბავშვი მეჯდა და დედა. ახლა საავადმყოყოფოში არიან და თავს კარგად გრძნობენ.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რამდენიმე ადამიანი მსუბუქადაა დაშავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას , რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.



რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები