"თვითმმართველობის განხორციელების ფორმების შესახებ ინფორმირებულობა ქვემო-ქართლში ყველაზე დაბალია" - კესო ესებუა
დღეს, 11 აპრილს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევის“ შედეგების წარდგენა გაიმართა. საზოგადოებრივი მომსახურებების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულეის კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით 2017 წელს მესამედ განხორციელდა. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორი მაია ბიბილეიშვილი კვლევის შესახებ გვესაუბრა.

„ფართომაშტაბიან კვლევაში შეჯამებულია საქართველოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონის განსაზღვრა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაწეული საზოგადოებრივი მომსახურეობების მიმართ. ეს კვლევა 2013-2015 წლებშიც ჩატარდა და აღნიშნული კვლევის შედეგები შედარებული არის იმ მიგნებებთან რომლებიც შემუშავდა 2013 და 2015 წელს.“ - მაია ბიბილეიშვილი.

საზოგადოებრივი მომსახურებების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის სამივე რაუნდი ქართულმა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა „ეისითიმ“ ჩაარტარა რომლის პროექტების მენეჯერი კესო ესებუა კვლევის ძირითადი აქცენტების შესახებ გვესაუბრა.

„ამ კვლევაში ძირითადი აქცენტები არის დასმული იმ საზოგადოებრივ მომსახურეობებზე, რომლებზეც ხელი მიუწვდებათ ადგილობრივ მოქალაქეებს, ამავდროულად ჩვენ ვარკვევდით თუ რამდენად არიან კმაყოფილები სხვა და სხვა სერვისებით და რა არის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ როგორია მათი დამოკიდებულება და რამდენად არიან სხვა და სხვა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულები.“ - კესო ესებუა.

კესო ესებუამ ჩვნთან საუბრისას ასევე თქვა, რომ კვლევის შედეგების მიხედვით ქვემო ქართლში პრობელმა სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებითაა.

„სერვისებზე ხელმისაწვდომობა ქვემო-ქართლის რეგიონში გაზრდილია და კმაყოფილების მაჩვენებელიც მაღალია, თუმცა პრობლემები არის უშუალოდ სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებით და მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის განხორციელების ფორმების შესახებ ინფორმირებულობის თვალსაზრისით.“ - კესო ესებუა.

„ეისითის“ პროექტის მენეჯერი ასევე ამბობს, რომ ქვემო ქართლში ინფორმირებულობის ყველაზე დაბალ დონეზე შეიძლება საუბარი.
„საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა“ ეყრდნობა 18 წელზე ზემოთ ასაკის 3 400 მოქალაქის გამოკითხვისა და ფოკუსური დისკუსიის შედეგებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები