მეურნეს ბიზნესის გაფართოება კირიხლოს სტადიონის ხარჯზე სურს
69 წლის ხალილოვი ფარიზი მარნეულიის რაიონის სოფელ კირიხლოში ცხოვრობს. აბობს, რომ სოფელში 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე თურქეთის მოქალაქეს, ბიზნესმენს კაკლის ბაღი აქვს გაშენებული, თუმცა ფარიზს ბაღის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე არსებული სდატიონის გაუქმება აწუხებს.

„ეს სდატიონი წლებია აქ არის და სოფლის ახალგაზრდებიც აქ თამაშობენ. ახლა ვიღაც თურქი მოვიდა და ამბობს ჩემია ეს ტერიტორიაო. ჩვენი სოფლელია ერთი ბიჭია და როგორც ვიცით, ტერიტორიაც მას ეკუთვნოდა. ახლა ეს პიროვნება მოვა და გახდება მიწების პატრონი, სდატიონი მაინც მისცეს ხალხს, მოსახლეობა სარგებლობს“- ამბობს ხალილოვი

მოსახლეობა ამბობს, რომ კაკლის ბაღთან ახლოს მინი სტადიონია, რომელსაც რკინის ბადე მიჯნავს. თურქეთი მოქალაქემ სტადიონის ღობე მოხსნა და მათ ახლი სტადიონის გაკეთებას დაჰპირდა, თუმცა მოსახლეობა სიტყვას ვერ ენდო და ღობე თავის ადგილზე დააბრუნეს.

„ამბობენ, რომ ვითომ გააფართოვებენ და დიდი სდატიონი იქნება. არ ვიცი, თქვეს ამ დღეებში მასალას წამოიებენ და ჯერ არაფერია“

„ერთი სდატიონი გვაქვს და მაგასაც გვართმევენ. ეს ახალგაზრდები რითი იქნებიან დაკავებულნი. ხან ფეხბურთს ხან კალათბურთს თამაშობენ.“


სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სანამ ახალ სტადიონს არ გააკეთებენ ძველის გაუქმებისთვის ნებართვას არ მისცემენ.

მოსახლეობამ ზუსტად არ იცის თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ტერიტორია. რადიო „მარნეული“ ინფორმაციის დასაზუსტებლად მარნეულის მერის მართა არის თუ არა ტერიტორია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში , თუმცა ამდრომდე პასუხი არ გვაქვს.



რადიო "მარნეული"


Print