სოფლების დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოპარული დამცავი ჯებირები განაახლეს
შვიდ სოფელთან, მარნეულთან დამაკავშირებელ საავტობობილო გზის ნაპირზე აღებული დამცავი რკინის ჯებირები განაახლეს.
რადიო "მარნეულმა" 7 თებერვალს მოამზადა სიუჟეტი, სადაც წერეთელი- მირზოევკა- ქესალო- დიდი მუღანლო) ამ გზის მე-5 და მე- 6 კილომეტრ მონაკვეთზე რკინის დამცავი ჯებირების მოპარვის ფაქტზე მოსახლეობა საუბრობდა .

ინფორმაცია რადიო „მარნეულმა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს აცნობა. 11 აპრელს კი საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყეს და ადგილზე ახალი დამცავი ჯებირები და საგზაო ნიშნებიც დაამონტაჟეს.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2015 წელს მოხდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარი იყო.

რადიო "მარნეული"
Print