ჩაშლილი ტენდერების გამო ალგეთისა და სადახლოს საბავშვო ბაღის გახსნა გადაიდო
სადახლოსა და ალგეთის ბაგა-ბაღები ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის გახსნა მარტში იყო გათვალისწინებული ტენდერი ვერ შედგა. ამის მიზეზი კი საბავშვო ბაღების შიდა დიზაინის მოუმზადებლობაა. რადიო „მარნეულს“ ამის შესახებ მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა უთხრა, მან ასევე აღნიშნა რომ დიზაინის დაგვიანების მიზეზი ტენდერთან დაკავშირებული პრობლემებია.
“ტენდერში რაღაც პრობლემები აღმოჩნდა. გათვალისწინებული იყო რბილი ინვენტარის ფარდების, გადასაფარებლების და სხვა რაღაცეების შეძენა. პროცესი ცოტა გაიწელა და ახლა ნელ ნელა მოაქვთ ინვენტარი. როგორც იცით ტენდერი სახელმწიფო სააგენტოს მიერ ტარდება და გარკვეული დოკუმენტების შეგროვებაა საჭირო, ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება და ამიტომაც გაიწელა ტენდერი.” - ზაურ ქარიმოვი
ზაურ ქარამოვმა ასევე თქვა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს სექტემბრიდან მიიღებენ, ამისთვის კი მაისის ბოლომდე ყველა საქმის დამთავრებას გეგმავენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 13 საბავშვო ბაღის ფუნქციონირებს.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები