მრავალშვილიანების უსახელო დასახლება
ნაზი კოპალიანი ახლა საკუთარ ბაღში ფუსფუსებს, ჟოლოს რგავს, ზამთრისთვის მურაბას მოადუღებს, ფიქრობს , რომ სტუმრად ჩასულ 11 შვილიშვილს გაახარებს. სახლის ეზოში ბოსტნეული და სხვადასხვა სახეობის ხილი აქვს. ქათმები, ღორები, ფუტკარი და პირუტყვიც ჰყავს. ის ახლა მარნეულში ზემო ყულარის დასახლებაში ცხოვრობს იხსენებს, რომ თავდაპირველად აქ ეკალბარდის გარდა არაფერი დახვდა, საცხოვრებლად კი ერთი პატარა ვაგონი ჰქონდა, თუმცა წლებია თავიანთი შრომით სახლი ააშენეს. მეუღლე მშენებელი ჰყავს.
უხარია საკუთარი სახლი, თუმცა მისამართი არ აქვს, დასახლებას სოფლის სტატუსი არ გააჩინა. ნაზის გარდა ამავე ვითარებაში კიდებ 10 მრავალშვილიანი ოჯახია. მრავალშვილიანების დასახლება- თავად ასე ეძახიან. დაახლოებით 1993 წელს მიიღეს მიწები, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგეს.

„მე თბილისიდან ვარ. აქ რომ მოვედით ტერიტორიაზე არაფერი იყო, ჩვენ ძირითადად ვენახები გადმოგცეს. უკვე 15 წელია აქ ვცხოვრობთ და ვშრომობ. ყურძენიც მოგვყავს, თხილიც. თავიდან 180 ოჯახი მოგვიყვანეს, ახლა კი ათი ოჯხი დავრჩით“ -ამბობს კოპალიანი

ზემო ყულარის დასახლება მარნეულიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მოსახლეობას სოფლის სტატუსის მინიჭრება სურს, ამბობენ, რომ საკური სახსრებით გაიყვანეს წყლის მილები. გზაც თავად მოხრეშეს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების იმედი აქვთ. სახელი უკვე შეურჩიეს - „სავანე“. ამაზე კი განაცხადი მარნეულის მერიაში შეიტანეს.

„იქნებ დაგვეხმარონ, პირველრიგში სოფლის სტატუსი მოგვცენ, რაღაც იურიდიული სახე გვქონდეს. აქ ჩვენ ყველაფერის გაკეთება საკუთარი სახსრებით გვიწევს"

როგორც მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გვითხრა, ათი ოჯახის მოთხოვნასთან დაკავშირებით ოქმი შედგენილია და მალე განსახილველად სპეიალურ სამთავრობო კომისიაცას გადაეგზავნება.

„მოსახლეობის ნება დაფიქსირებულია, ოქმი შემოსულია, მაგრამ როდესაც მოსახლეობა მერთან შევა წერილით შემდეგ გაიმართება მათთან კონსულტაციები, გაკეთდება გადაღებები, ანუ საზღვრების დადგენა, ყველა იმ ჩამონათვალზე და რაც არის ობიექტებზე და საერთოდ დასახლების შექმნასთან დაკავშირებით. შემდგომ ეს ყველაფერი წავა რეგიონალური განვითარების სამინისტროში სპეციალური სამთავრობო კომისია განიხილავს და როდესაც იქედან მოგვივა დასკვნა, დადებითი დასკვნის შემთხვევაში საკრებულო მიიებს შესაბამის დადგენილებას.“-ამბობს ბერიძე

კოპალიანები ფიქრობენ, რომ ტერიტორიაზე მათ დასახლებამდეც ცხოვრობნდენ, სახლის საძირკველის გათხრისას მათ წისქვილის ქვა და თიხის ჭურჭელიც ნახეს, შესაძლოა ადრე დასახლებას სოფლის სტატუსიც ჰქონდა და არ უნდათ უსახელოდ დარჩნენ.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები