მარნეულში იმამ ჰუსეინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია გაიმართა
დღეს, 19 აპრილს , მარნეულში "ატა ჰოლდინგის" პარკთან სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს მიერ ორგანიზებით იმამ ჰუსეინის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოედო აქცია გაიმართა. გამვლელებს კი ტკბილეულები, ნაყინი და ჩაი დაურიგეს. აქციის მნიშვნელობაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს უფროსი სეიდ მირთაღი ასადოვი გვესაუბრა.

„იმამი ჰუსიენი (სალამი მას) წინასწარმეტყველის შვილიშვილია, იმამი ალისა და წმინდა ფატიმას მეორე ვაჟი და შიიტების მესამე იმამია. იგი დაიბადა ჰიჯრეთის მე-4 წელს შაბანის თვეს და ჰიჯრეთის 61-ე წელს (680 წ.) დღევანდელი ერაყის ქალაქ ქერბელას უდაბნოში ეწამა. დღეს გადავწყვიტეთ რომ მისი დაბადება სახალხოდ და საზეიმოდ აღგვენიშნა.“-ამბობს სეიდ მირთაღი ასადოვი

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კარგია. ამბობენ, რომ ადამიანები რელიგიასთან ახლოს უნდა იყვნენ , ერთმანეთისადმი კეთილი დამოკიდებულება ჰქონდეთ მიუხედავად ეროვნების და რელიგიური მრწამსისა.
აქცია დილის საათებში დაიწყო და შუადღემდე გაგრძელდა.



რადიო "მარნეული"
Print