თემურ აბაზოვი წუხს, რომ ალგეთელებს არ ჰქონდათ ინფორმაცია წყლის პრობლემის მოგვარებაზე, რაზეც მერია ორ თვეზე მეტია მუშაობს
მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი ალგეთელ მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა კონკრეტულად როდის ცნობილი არაა.

როგორც მან აღნიშნა, დიდი ხანია ალგეთელი მოსახლეობის წყლის პრობლემის შესახებ ინფომაცია აქვთ. ისიც იცის, რომ მათი სასმელი წყალი დაბინძურებულია. პრობლემის მოგვარებაზე კი მსჯელობა მიდის.

თემურ აბაზოვი მიიჩნევს, რომ პირადად მისთვის დღეს მოსახლეობის მისვლა მერიაში მნიშვნელოვანია, რათა ამით მისი საქმიანობა ჩანს. ამ განცხადენის გაკეთებამდე ალგეთის მაცხოვრებლები მას 2 საათი ელოდა.

„სამწუხაროდ, მოსახლეობამ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ჩვენ ორ თვეზე მეტია ვმუშაობთ, კვირა არ გადის შეხვედრები არ გავმართოთ, როგორც გუბერნიაში ასევე, თბილისში. ყველა ინსტანციაზე გვაქვს ეს პრობლემა გავლილი. მათი პრობლემა არის ჩვენი გულისტკივილი. მე დეტალურად ვიცი მათი პრობლემის შესახებ. აქამდეც ვეძებდით საუკეთესო ვარიანტს, რომ მათ წყალი ჰქონდეთ. ეხლა იმ ეტაპზე ვართ, რომ რამდენიმე დღეში გადაწყდება ეს პრობლემა. ვმუშაობთ იმაზეც რომ ტარიფი ნაკლები იყოს“-ამბობს თემურ აბაზოვი


დღეს, 11:30 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობა, დაახლოვებით 40-მდე ადამიანი მერიის შენობის წინ შეიკრიბა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვდა

სოფლის მოსახლეობასთან ერთად პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადენელი და საკრებულოს წევრი ახმედ იმამკულიევი იმყოფება.

მოსახლეობა მერთან შეხვედრას და სოფლის მკვიდრებთან მერიის ეზოში ჩამოსვლას ითხოვდა, თუმცა მოსახლეობასთან მერი, თემურ აბაზოვი არ ჩამოვიდა და მოადგილები, ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე გამოაგზავნა. ამის შემდეგ მაცხოვრებლებმა მერიის შენობაში გადაინაცვლეს და მერს შეხვდნენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები