1`680`000.00 ლარიანი ტენდერი მერიამ მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოაცხადა
სოფელ დამია- გეურარხი მარნეულიდან დაახლოებით 27 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში მდინარე დებედა გადის ირგვლის კი მოსახლეობა ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საფრთხილო ადგილია.
ადგილობრივმა მოსახლეობა აქ სამ უბედური შემთხვევას იხსენებს. ამბობენ, რომ სამი ბავშვი მდინარეში ჩავარდა და დაიღუპა.
რამდენიმე წელია მდინარე დასუფთავდა და ორივე მხარეს ბეტონი ჩაასხეს, თუმცა დამია-გიურარხის მკვიდრები ამბობენ, რომ ახლოს გავლა ეშინით ადვილადაა შესაძლებელი ჩავარდნა და ადგილობრივი მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

„შარშანწინ მდინარეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს, ელექტროსადგური მოაწყეს. არის ადგილები, სადაც უკვე გაკეთებული ჩამოიშალა. გამდინარე წყლის ნაკადი ძალიან ძლიერია, ბავშვებს ფეხი უცურდებათ აქვე დასახლებაა. შარშან პატარა ბავშვი გადავარდა, დაიღუპა. ასეთი სამი შემთხვევა იყო.“

„წყალი ახლა ამ ეტაპზე ყველას ყოფნის, თუმცა ზაფხულისკენ უკვე სარწყავად აღარ გვეყოფა. სხვა სოფლებშიც გადის. კასულმოში, კაჩაგანში. ერთი სამი კუბომეტრი წყალი რომ იყოს კარგი იქნებოდა, როგორც ჩვენთვის, ასევე სხვა სოფლებისთვისაც.“

როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება. იმასაც ამბობენ, რომ სოფელ დამია- გეურარხში, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ვინაიდან საშიშროება იყო აღნიშნული მდინარის ნაპირის ჩამოშლის, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იქნა პროექტის განხორციელების საჭიროება მიჩნეული.

მერიამ დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის 1`680`000.00 ლარიანი ტენდერიც გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა შპს „გალაქტიკამ“ მიიღო. მუნიციპალიტეტს მან 1`089`000.00 ლარი შესთავაზა, თუმცა მასთან ჯერ ხელკშეკრულება არ გაფორმებულა. როგრც შპს გალაქტიკას დირექტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, მათი ფირმა ძირითადად ნაპირსამაგრ სამუშაოებს ანხორციელებს და საკმაო გამოცდილება აქვს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები