მარნეულში არსებულ არალეგალურ ნაგავსაყრელებს ახუნდოვის ქუჩის ნაგავსაყრელიც შეემატა
მარნეულის მირზა ფეტელი ახუნდოვის სახელობის ქუჩა სიდიდით გამოირჩევა, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 4 კმ-ში მდებარეობს.

ქუჩის დასაწყისში სისუფთავე შეიმჩნევა, გარე განათება, ნაგვის ურნები და მოასფალეტბული გზაც არის, თუმცა ქუჩის ბოლოსკენ ეს ყველაფერი სრულდება და არალეგალური ნაგავსაყრელიც მოსჩანს, იქვე არხიც გადის , სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსიამოვნო სუნი მკვეთრად იგრძნობა.

ტერიტორიაზე მცხოვრები 73 წლის რაფაილ ისმაილოვი წელბია ამ ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ წლებია ცუდი გზისა და ნაგვის პრობლემა აწუხებთ. ნარჩენების გადასყრელად წასვლა ქუჩის დასაწყისში უწევს. ძალიან უნდა, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდეს.

ახუნდოვს ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ რომ მათ მხოლოდ ნაგვის პრობლემა არ აწუხებთ. სასმელი წყლი, გარე განათების და გზის პრობლემაც აქვთ. თავადვე ამბობენ, მათი პრობლემებით მხოლოდ არჩევნების პერიოდში ინტერესდებიან.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები