ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის გამოსახვისთვის “აიისა” 500 ლარით დააჯარიმეს
დღეს, 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია “აიისას” საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა . “აიისა” სამართალდამრღვევად სცნეს და 500 ლარის გადახდა დააკისრეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის გამოსახვა არაეთიკური რეკლამაა.

“აიისას” ინტერესებს სასამართლოში “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე იცავს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ცენზურის კუთხით საშიშ პრეცენდენტს ქმნის და ისინი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.
თბილისის მერიამ პრეზერვატივების ქართული კომპანიის”აიისა” დამფუძნებელ ინდმეწარმეს არასათანადო რეკლამირების ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159–ე მუხლის დარღვევისთვის შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

საქმეზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია. აღნიშნული მუხლის დარღვევა ფიზიკური პირებისთვის 500–ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები