ორი გარდაცვლილი და 17 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა მანგლისთან
ავტოსაგზაო შემთხვევა მანგლისთან მსხვერპლით დასრულდა - დაიღუპა 2 ადამიანი , 17 კი სხვადასხვა სახის დაზიანებით თბილისისა და მარნეულის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მიკროავტობუსს სავარაუდოდ ტურისტები, მათ შორის ერთი უცხოელი, ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადატრიალდა.

4 დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისის პირველ საავადმყოფოში გადმოიყვანა. მათ ნაწილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.




წყარო: რუსთავი2
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები