ქალაქ მარნეულს ახალი საკანალიზაციო სისტემა ექნება - დაწყებულია საპროექტო სამუშაოები
ქალაქ მარნეულში კანალიზაციის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ამის შესახებ ინფორმაცა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს.

მათივე თქმით, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც საკანალიზაციო სისტემების მშენებლობას გულისხმობს. დაახლოებით ივნისის თვეში გამოცხადდება ტენდერი, ხოლო უკვე წლის ბოლოს სამშენებლო საუშაოები დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში საკანალიზაციო სისტემა შეცვლა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები