94 წლის ჰექიმოვ თაჰირ ისმაილი მარნეულელ 12 სამამულო ომის ვეტერანს შორისაა


94 წლის ჰექიმოვ თაჰირ ისმაილი მარნეულელ 12 სამამულო ომის ვეტერან შორისაა. დღეს მისთვის განსაკუთრბული დღეა, ამიტომ მისი ჩაწერა მარნეულის ერთ-ერთ რესტორანში მოგვიწია.


შენობაში შესულებმა ადვილად გამოვარჩიეთ ომის ვეტერანი, რომელსაც რუხი ფერის კოსტუმი აცვია, რამდენიმე ფერადი მედალიც აქვს მიმაგრებული, შავი ქუდი ახურავს, ასაკის მიუხედავად კი ახალგაზრდულად გამოიყურება. ახლა ის ამ დღის აღსანიშნავად თანასოფლელებთან და შვილებთან ერთადაა, მათ საკუთარ ისტორიებს უზიარებს.

გარდა ომის ვეტერანობისა ის 40 წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელია.

ამბობს, რომ 1942 წელს ჯარში წავიდა, ხოლო 1943 წელს ომში წაიყვანეს. ომის დროს მას ბაქოში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობაც დასჭირდა. ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ კი ისევ ჯარში დაბრუნდა.

„ჩაგვიყვანეს გორში, ახალგაზრდა მასწავლებელი რა ვიცოდი, რომ ამის მერე ფრონტზე აპირებენ ჩვენ გადაყვანას. წვრთნები გავიარეთ და მერე 26-ე სპეციალურ ბრიგადაში ვიყავით,საჰაერო დესანტში. ერთხელ შუქები რომ ჩააქრეს დაზვერვა არ მოვიდა და გერმანელების ალყაში აღმოვჩნდით“- ამბობს ისმაილი

ომის მონაწილე იმასაც იხსენებს, რომ გერმანელების თავდასხმის შემდეგ ტყვედ ჩავარდნენ, იმ დროს ფეხი დაუზიანდა. დაზარალებული ტყვეები გერმანელებმა მოკლეს. ტახირი არ ამხელდა, რომ დაჭრილი იყო , ეშინოდა გერმანელებს არ გაეგო, ტკივილს ითმენდა და შემდეგ ტყვედ ჩაბარდა. 1945 წლის 28 აპრილს ტყეობიდან გაათავისუფლეს. ომის შემდეგ იგი ერთი წელი კიდევ ჯარში იყო .

უკრაინაში ჩამოგვიყვანეს, ერთი წელი მქონდა დარჩენილი ჯარის დამთავრებამდე და იქ მაღაროში ვიმუშავე“- ამბობს ისმაილი

ჰექიმოვ თაჰირ ისმაილი წარმოშობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყაზახის რაიონის სოფელ ქემერლიდანაა. სამამულო ომის შემდეგ 1949 წელს კი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, ახლა სოფელ სარალში ცხოვრობს. შემოქმედებითი ნიჭიც აქვს, უკვე წლებია ლექსებს წერს 5 წიგნი გამოსცა, ახლა მეექვსეზე კრებულზე მუშაობს და იმედს იტოვებს, როგორიც თავად აქვს ჩაფიქრებული ისეთი გამოვა.

რადიო "მარნეული"

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები