მერიის პიარ სამსახურს მაღალი ხარისხის ტექნიკის შეძენა სურს, რაც 19 000 ლარამდე ჯდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას ითხოვენ, კერძოდ კი 27 ათას ლარამე თანხის გამოყოფას. 8 მაისს საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე ცვლიების შესახებ ინიციატივა საფინანსო საბიჯეტო სამსახურის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა ლარისა გელაშვილმა გააჟღერა.
როგორც ის დღეს ჩვენთან საუბარში განმარტავს, წერილი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიიღეეს ტექნიკის განახლების თაობაზე. შესაძლებელია ითქვას, რომ 26 480 ლარიდან თითქმის 19 000 ლარი  ერთი კომპიუტერის, ერთი ეგრეწოდებული პეტლიჩკისა და ფოტო აფარატის შესყიდვისთვიისაა საჭირო, მიზეზად კი არსებული ტექნიკის დაბალ ხარისხს ასახელებენ



თანხის ნაწილი კი ზედამხედველობის მომსახურეობის თანხას გულისხმობს. კონკრეტულად კი ფირმას, რომელთანაც ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და მიმდინარე სამუშაოებს ადევნებს თვალყურს, რაც ჯამში ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარის განსაზღვრას გულისხმობს.




გარდა ამისა,  ენრეგ-პრო ჯორჯიასთვისაა 3 ათასი ლარი გამოიყოფა საჭირო , რათა ახალ ობიექტზე ელექტრო ენერგიის მიერთება უზრუნველყონ

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები