„მარნეულის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია რომელმაც დევნილებს სასმელი წყლის დავალიანების დაფარვა დააკისრა" - ერედვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში მდებარე შპს „მარენულის სოფწყლის“ საკუთრებაში არსებული ჭაბურღილი, სატუმბო სადგური და შიდა ქსელი შემდგომი სარგებლობისათვის ერედვის მუნიციპალიტეტს გადაეცა.
ერედვის მუნიციპალიტეტი 2008 წლის ომის შემდგომ
დევნილობაშია, მთლიანი მუნიციპალიტეტის ტერიტორია რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული. ერედვის მოსახლეობა საქართველოს მასშტაბით 22 კომპაქტურ დევნილთა დასახლებაშია განთავსებული, ამ დასახლებათაგან ერთ-ერთი კი შაუმიანის დევნილთა დასახლებაა.
სოფელ შაუმანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმ მოსახლეობას სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის გამო 65 ათას ლარზე მეტი დავალიანება აქვს.
ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ერედვის მუნიციპალიტეტს ადგილზე ეყოლება წარმომადგენელი რომლიც ჭაბურღილის მომასახურეობას უზრუნველყოფს და მუნიციპალიტეტი დაფარავს ელექტრო ენერგიის საფასურს, რომელლიც ჭაბურღილის მუშაობისათვის იქნება საჭირო, ხოლო ის დავალიანება რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტმა შაუმიანის დევნილთა დასახლების მცხოვრებლებს დაუწერა შესაბამისმა სამსახურმა თავის თავზე უნდა აიღოს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია რომელმაც დევნილებს სასმელი წყლის დავალიანების დაფარვა დააკისრა წლების განმავლობაში, არცერთი სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სადაც ჩვენი დევნილები არიან განთავსებული არცერთი დევნილი არ იხდის წყლის გადასახადს, ეს მხოლოდ ამ ერთმა, კონკრეტულმა მუნიციპალიტეტმა მოითხოვა.“ - ალექსანდრე მაისურაძე
როგორც შპს „მარნეულის სოფწყალის“ წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას თქვა, შაუმიანის დევნილთა დასახლების მცხოვრებლები სასმელი წყლის საფასურს 2013 წლიდან არ იხდიდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა 65 ათას ლარზე მეტ დავალიანებას არ გადაიხდის მათ შესაძლოა სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდეს.
შაუმიანის დევილთა დასახლების ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, დაახლოებით ორი წლის წინ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ სასმელი წყლის საფასურს მარნეულის მუნიციპალიტეტი გადაიხდიდა, დღეს კი ჩვენგან შეიტყო, რომ დასახლებას დავალიანება 65 ათას ლარზე მეტი აქვს.
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები