"თეატრი "ერა"-ს მიზანი ნიჭიერი და მსახიობობის სურვილის მქონე ახალგაზრდების ერთად შეკრებაა" - ანარ რაფიგოღლუ
საქართველოში მუშაობას თეატრი „ერა“ იწყებს. თეატრი თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამ თეატრის მსახიობი და რეჟისორი ანარ რაფიგოღლუს და რაბილ ისმაილოვის ინიციატივით შეიქმნა. მისი დაარსების ძირითადი მიზანი მსახიობობის, თეატრალური ნიჭისა და სურვილის მქონე ახალგაზრდების ერთად შეკრებაა. რის შესხებაც რადიო „მარნეულს“ ანარ რაფიგოღლუმ განუცხადა. მან ჩვენთან საუბრისას ასევე თქვა, რომ სპექტაქლი „მაპატიე“-ს და მათ მიერ გადაღებული ფილმის შემდგომ ახალგაზრდებში ამ სფეროსადმი ინტერესი გაიზარდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს თეატრის შექმნა. ანარის თქმით მსახიობობის ნიჭის, სურვილის, ინტერესის მქონე ახალგაზრდების ერთ გუნდად შეკრებით დღევანდელი პრობლემების ამსახველი სპექტაქლები და ფილმები მომზადდება.
„საქართველოში კერძო თეატრები ძალიან ცოტაა აზერბაიჯანლების მიერ შექმინილი კი საერთოდ არ არის, ეს პირველია. ჩვენ იმედი გვაქვს რომ რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან ახალგაზრდები. იმიტომ, რომ ბევრი თეატრალური ნიჭის მქონე ახალგაზრდაა და არ არსებობს ადგილი სადაც მათ უნდა მიმართონ. ჩვენ კი მათაც მივცემთ შანსს“ - ანარ რაფიგოღლუ
ანარის თქმით, მათ გუნდში ახლა 10 ახალგაზრდაა. სპექტაქლების მომზადებისა და სცენაზე გასვლის შესახებ მოსაუბრე ანარმა ისიც აღნიშნა, რომ სპექტაქლებისთვის რეპეტიციებს და მომზადებას თბილისის სახელმწიფო დრამ თეატრში გეგმავენ.
„მეცადინეობების შემდეგ, როცა მზად ვიქნებით სხვადასხვა თეატრებში მოვაწყობთ ჩვენებებს. სამწუხაროა, რომ თბილისის დრამატიული თეატრის შენობა არ არის ისეთ პირობებში რომ იქ გავაკეთოთ ჩვენებები. იქ მხოლოდ რეპეტიციებს გავდივართ. იძულებულები ვართ, რომ დავიქირაოთ სხვა თეატრები და იქ გამოვიდეთ. რეგიონებში კი ალბათ კულტურის სახლებში გაიმართება სპექტაქლები.“ - ანარ რაფიგოღლუ
თეატრი „ერას“ პირველი ვიზიტი ბოლნისის მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები