რამაზანი -მუსლიმთა მძიმე მარხვა დაიწყო
დღეს 17 მაის მუსლიმებისთვის რამადანის წმინდა თვე დაიწყო. წმინდა რამადანი ერთი თვე გრძელდება. მარხვა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავი უნდა შეიკავოს – ჭამისგან, სმისგან და სქესობრივი ცხოვრებისგან, ამ აკრძალვებისგან იგი თავისუფლედება მზის ჩასვლის შემდეგ, თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს.
გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამადს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.
მარხვა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს.
მარხვა 30 დღის მანძილზე გრძელდება და 30 დღის შემდეგ რამაზან ბაირამით სრულდება. მუსლიმებისთვის რამაზან ბაირამი არის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული.
რამადანის მძიმე მარხა 16 ივნისს დასრულდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები