კიროვკის მოსახლეობას დანგრეული გზა აწუხებს, მაგრამ მისი გაკეთების იმედი არააქვთ
სოფელი კიროვკა მარნეული-სადახლოს მაგისტრალის 29-ე კილომეტრზე, მდინარე დებედას სანაპიროზე მდებარეობს. მაგისტრალური გზა სოფელს ორ ნაწილად ყოფს. სოფლის ცენტრიდან მაგისტრალამდე მისასვლელად მოსახლეობა ერთი გზით სარგებლობს. სოფლის შიდა გზები მოასფალტებული არაა. კიროვკის მოსახლეობა სოფლის მეურნეობით და მესაქონლეობით არის დაკავებული. აქ ძირითადად მარწყვი, კარტოფილი, ლობიო და სხვადასხვა სახის ხილი მოტავთ. სოფელში შესვლისთანავე მინდვრებში სამუშაოდ გამოსული მოსახლეების ნახვაა შესაძლებელი. ჩვენ სოფლის ცენტრში მისვლა გადავწყვიდეთ. მაგისტრალირი გზიდან ცოტა მოშორობით მდებარე სოფლის ცენტრამდე მისასვლელად დანგრეული გზების გავლა მოგვიწია. ბოლოს სოფლის ცენტრამდე მივაღწიეთ. სოფელი კიროვკის ცენტრში მეჩეთი, სკოლა, მაღაზია და წყარო იყო. მოსახლეობა თავისუფალ დროს აქ თავიანთ გაკეთებულ დასასვენებელ ადგილას ატარებენ.
64 წლის ჰუსეინოვი ელბრუს სოფელ კიროვკას მკვიდრია. ჩვენი იქ ყოფნის დროს ელბრუსი მიწის ნაკვეთზე მუშაობდა. მისი შემოსავალის წყაროც სხვებისავეთ სოფლის მეურნეობაა. მას სოფლის შიდა გზების მდგომარეობა აწუხებს. ამბობს რომ წვიმიან ამინდებში რთულია მოძრაობა. მისი თქმით მათ შეპირდნენ რომ სოფელში გზას გაიყვანენ მაგრამ არაფერი არ გააკეთეს.
„აი ეს გზა მაგისტრალზე გადის, დაგვპირდნენ რომ გააკეთებენ 50 მეტრს მაინც, ტრასაზე გადის და ტრასაზე მაღალი სიჩქარით მიდიან მანქანები, ღმერთმა დაგვიფაროს, თუ ვერ გააჩერე, ავარია იქნება.“ - ელბრუს ჰუსეინოვი
მოსახლეობის თქმით მათ მიმართეს შესაბამის ორგანოებს, მაგრამ დღემდე გზა არ აქვთ. ამბობენ რომ მათ მხოლოდ არჩევნებზე იხსენებენ.
„გზაც უნდა გააკეთონ, გეგმავენ, ალბათ მაგისტრალს ელოდებიან, ერთად გააკეთებენ.“
„დახრეშეს, ასფალტი იქნებაო, და ჯერჯერობით არაფერია.“
„ჩვენ გვითხრეს ტრასა იქნებაო შიდა გზებზე, არც ასფალტია და არც არაფერი, მოდით თქვენც ნახეთ. წელს უნდა გაეკეთებინათ ასფალტი, თითო უბანზე თითო მანქანა ხრეშ მოიტანეს. მოგვატყუეს. ახლა წვიმიანი ამინდი არ არის და შეიძლება სიარული, წვიმიან ამინდში მოდით და ნახეთ რა დღეშია აქავრობა. ბავშვები გვყავს, სკოლაში დადიან და მათი ტერება მანქანით გვიწევს. ჩვენ ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელია, ყველა სოფელს აქვს ასფალტი ჩვენ კი არა.“

კიროვკის მაცხოვრებლების აზრით სოფლის შიდა გზებს იმიტომ არ აგებენ, რომ სოფლის ტერიტორიაზე მაგისტრალური გზა უნდა გავიდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google