ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის აღუდგება 7 000 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება
მარნეულში ბუნენებრივი აირის აღდგენის დრო ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც რადიო "მარნეულს" "სოკარ ჯორჯია გაზის" კომპანიაში გვითხრეს, ამ ეტაპისათვის დაზიანების მაშტაბები დგინდება, რის გამოც უცნობია თუ როდისათვის აღდგება გაზის მიწოდება 7 000 აბონენტისათვის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 მაისს საღამოს საათებში მაღალაშვილის ხიდზე სატვირთო მანქანა გაზის მილს გამოედო, როამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, სატვირთო მანქანის მძღოლი ადმინისტრაციული წესით იქნა დაჯარიმებული.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები