საკრებულოს რიგგარეშე სხდომა: სოფელ ქირაჩ-მუღანლოს სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის 885 000 ლარი დაიხარჯება
დღეს, 22 მაისს მარნეულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად ორი საკითხი იყო გამოტანილი, რომლებზეც საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
სხდომაზე განსახილველი პირველი საკითხი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც პროექტების ნუსხას მარნეულის მასშტაბით სამი პროექტი ემატება.
როგორც პირველი საკითხის მომხსენებელმა გივი გიორგაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სოფელ თაქალოში ადგილობრივი ბიუჯეტიდან შიდა გზების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 165 000 ლარი, ხოლო რეგიონული ფონდიდან 164 000 ლარი გამოიყოფა რაც საერთო ჯამში 330 000 ლარის შეადგენს. სოფელ თამარისის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 323 000 ლარი, ხოლო რეგიონული ფონდიდან დაფინანსდება 165 000 ლარით, რაც საერთო ჯამში 488 000 ლარს შეადგენს. გივი გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ სოფელ ქირაჩ-მუღანლოს სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 650 000 ლარი, ხოლო რეგიონალური ფონდიდან 234 000 ლარი, საერთო ჯამში კი ამ პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი იქნება 885 000 ლარი.
22 მაისის საკრებულოზე განსახილველი მეორე საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 მაისის მოხსენებითი ბარათის განხილვას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც საკრებულომ მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ნუსხა/გეგმა დაამტკიცა. საკითხის მომხსენებელმა ნოდარ მთვარელიძემ განაცხადა, რომ მცირე ფასიანი აქტივების სახით საკრებულოს გააჩნია როგორც ამორტიზებული მილები, ასევე ამორტიზებული სეიფები და აღნიშნული ქონება შესაძლოა პრივატიზირებული იქნეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. ნოდარ მთვარელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამდაგვარი აქტივების ღირებულება, ექსპერტების დასკვნების შესაბამისად, შეადგენს 262 458 ლარს.
რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები